რევაზ ძოძუაშვილი იუბილარია

15 აპრილი 2013

გამოჩენილ ქართველ ფეხბურთელს, თბილისის "დინამოს", ქუთაისის "ტორპედოს" და სოხუმის "დინამოს" ყოფილ ფეხბურთელს, სსრკ-ს ჩემპიონატის მესამე პრიზიორს, ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის და 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანს, სხვადასხვა დროს საქართველოსა და ლატვიის ეროვნული ნაკრებების მთავარ მწვრთნელს რევაზ ძოძუაშვილს დაბადებიდან 68 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ რევაზ ძოძუაშვილს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს.