მოსწავლეები ოლიმპიურ მუზეუმში

22 აპრილი 2013

სეოკ-ი აგრძელებს ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიის ახალგაზრდა თაობებისთვის გაცნობის ტრადიციას. ამჯერად მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე ოლიმპიურ მუზეუმს 67-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების საშეჯიბრო ექსპონანტები, რომლებითაც ისინი საერთაშორისო ასპარეზზე დიდების მწვერვალს აღწევდნენ და გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები.

67-ე სკოლის უფროსკლასელებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ მძლეოსნობაში 1960 წლის რომის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს რობერტ შავლაყაძეს, რომელიც სიმაღლეზე ხტომაში ამერიკელთა ჰეგემონიის დამხობით კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე დამსახურებულად ავიდა და მასთან ერთად ედევნებინათ თვალი პროექტ "ერთი ჩემპიონის ისტორიიდან" ფილმისთვის ამ შესანიშნავ სპორტსმენზე.

რობერტ შავლაყაძე მომავალ თაობას ესაუბრა ცხოვრების ჯანსაღ წესზე, ზოგადად სპორტის როლსა და მის მნიშვნელობაზე და მათ მომავალ საქამიანობაში წარმატებები უსურვა.