თემურ ხუბულური იუბილარია
1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს ძიუდოში, მსოფლიოს, ევროპისა და სსრკ-ს ჩემპიონატების ორგზის ჩემპიონს თემურ ხუბულურს დაბადებიდან 58 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ბატონ თემურ ხუბულურს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და წარმატებებს.