ქართველთა დღე ბუდაპეშტში

25 აპრილი 2013

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძიუდოში, რომლის პირველი საშეჯიბრო დღეც, ქართველი ძიუდოისტებისათვის ისე წარიმართა უკეთესს, რომ ვერ ვინატრებდით.

ჩვენებურთაგან პირველები ტატამზე შარშანდელი კონტინენტის პირველობის ბრინჯაოს პრიზიორი აპირან პაპინაშვილი (60კგ) და ლონდონის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი ლაშა შავდათუაშვილი (66კგ) გავიდნენ და მეტოქეებსაც ბდღვირი ადინეს.

კვარლცხბეკის უმაღლესი საფეხურისკენ მიმავალ გზაზე ამირან პაპინაშვილმა აზერბაიჯანის გუნდის წევრი ვუგარ შირინლი, ჩეხი პაველ პეტრიკოვი, ბრიტანელი ეშლი მაკკენზი და ფინალში შვეიცარიელი ლუდოვიკ ჩამარტინი დაამარცხა.

ლაშა შავდათუაშვილმა სტარტზე ბელგიელი იასპერ ლეფევრი იპონზე დასცა, ასევე იოლად გაუსწორდა რუმინელ რემუს მირჩეას, დაამარცხა უნგრელი ბენც ზამბორისა და აზერბაიჯანელი ნიჰათ შიხალიზადა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში რუს კამალ ხანმაგომედოვს მოუგო და ოლიმპიურ ოქროს ევროპულიც დამსახურებულად მიამატა.