უნგრული ტრიუმფი გრძელდება

26 აპრილი 2013

ირაკლი უზნაძის გაწრვთნილი გუნდი ძიუდოში, ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ტრიუმფალურ გამოსვლას კვლავ განაგრძობს. მეორე საშეჯიბრო დღეს ასპარეზობაში ნუგზარ ტატალაშვილი, ზებედა რეხვიაშვილი (ორივე 73კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი და ლევან წიკლაური (ორივე 81კგ) ჩაერთვნენ, რომელთაგან უმედლოდ მხოლოდ ერთი დარჩა.

ამირან პაპინაშვილისა და ლაშა შავდათუაშვილის შემდეგ, ბუდაპეშტში საქართველოს ჰიმნი ავთანდილ ჭრიკიშვილის საპატივცემულოდ აჟღერდა. იგი თავის წონით კატეგორიაში პირველ ნომრად იყო განთესილი და ფავორიტის სტატუსიც გაამართლა. ჭრიკიშვილმა ესტონელ, პორტუგალიელ, მონტენეგროელ, ბელგიელ და ხორვატ მეტოქეებს მოუგო და ოქროს მედალიც დამსახურებულად მოიპოვა.

ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ნუგზარ ტატალაშვილს, რომელმაც ფინალამდე სლოვენიელი, ბელორუსი, რუსი და ბელგიელი მოწინააღმდეგეები დაამარცხა, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში ასევე სლოვენილ როკ დრაგშიჩთან წააგო და ვერცხლის მედალს დასჯერდა. ამავე წონაში ბრინჯაოს დაეუფლა ზებედა რეხვიაშვილი.

ორი საჭიდაო დღის დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 3 ოროს და თითო-თითო ვერცხლ-ბრინჯაოს მედლით საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზეა.