იმერეთი კანდიდატთა შერჩევას განაგრძობს
სეოკ-ის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია აქტიურად არის ჩართული "თბილისი 2015"-ისთვის მზადების ფარგლებში ახალგაზრდა სპორტსმენების გამოვლენასა და დაოსტატებას. ფესტივალის პროგრამით გათვალისწინებულ სპორტის სახეობებში ქუთაისში სისტემატიურად იმართება მინი ტურნირები.
ამჯერად შეჯიბრებები გოგონათა შორის ფრენბურთსა და ტანვარჯიშში გაიმართა. ფრენბურთის ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ ქუთაისი, სამტრედიის, დიდი ჯიხაიშისა და საჩხერის გუნდები. გამოიკვეთა რამდენიმე პერპექტიული მოთამაშე, რომლებსაც აქვთ შანსი მოხვდნენ მთავარ ნაკრებში.
ტანვარჯიშში მონაწილეთა რაოდენობამ მოლოდინს გადააჭარბა. ნიშანდობლივია, რომ ქუთაისიდან 4 ტანმოვარჯიშე უკვე 1998-1999 წლებში დაბადებულთა ნაკრების წევრია და ეს მინი ფესტივალებიც სწორედ "თბილისი 2015"-ისთვის რაც შეიძლება მეტი კანდიდატის გამოვლენას ისახავს მიზნად.