ბექა ღვინიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

14 აგვისტო 2011

ახალგაზრდა ქართველ ძიუდოისტ ბექა ღვინიაშვილს ტრიუმფალური სეზონი აქვს. მან წელისაქართველოს პირველობაზე მოპოვებული გამარჯვებით დაიწყო, რასაც ევროპის ჩემპიონატისოქროს მედალი მოაყოლა, მერე ორ საერთაშორისო ტურნირზე იმარჯვა, ხოლო ივლისის მიწურულსოლიმპიური ფესტივალიდანაც ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა. დღეს კი, ქართველმა ტალანტმაუკრაინის ქალაქ კიევში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზეც ჩინებულად იჭიდავა და 81 კგ. წონითკატეგორიაში ოქროს მედალი არავის დაუთმო.

აღსანიშნავია, რომ ღვინიაშვილმა ხუთივე შეხვედრა ვადაზე ადრე დაასრულა. საწყისრაუნდებში ბექამ სამხრეთკორეელი იონგილ კიმი, ბოსნიელი მურის ისმალოვიჩი და უზბეკიმუხრიდინ მირზაიოროვი დააიპონა, გადამწყვეტ შეხვედრებში კი უკრაინელებს აჯობა.

ნახევარფინალში ქართველმა მასპინძელთა სახელით მოასპარეზე დავით ხარებავა დაჯაბნა,ხოლო ფინალურ შერკინებაში კიდევ ერთი უკრაინელი ბოჰდან ზუსკო საიპონედ წუთსა და 19 წამშიშებოჭა.

საერთოდაც, მსოფლიოს ჩემპიონატის საწყისი ორი დღისგან განსხვავებით, მესამე დღე ქართულიდელეგაციისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. ღვინიაშვილის გარდა, ვაჟთა ნაკრებიდანტატამზე კიდევ სამი წევრი გავიდა და უმედლოდ მხოლოდ ერთი დარჩა - 81 კგ-შივე ჯაბა კაპანაძემრუს ალექსანდრ პეტრუნიას კი სძლია, თუმცა, მერვედფინალში მომავალ ფინალიტს ზუსკოსთანიპონით დამარცხდა.

საქართველოს ნაკრებმა ორი მედალი - ვერცხლი და ბრინჯაო მოპოვა 73 კგ. წონით კატეგორიაში.ბექა დონღვანმა გზიდან ამერიკელი რიკარდო მენენდეზი, ხორვატი როკო სტეპო, სერბი დრაგობანიაჩი, რუსი რუსტამ გერეკოვი და კანადელი ლუის კრიბერ განიონი ჩამოიცილა, ფინალში კი რუს