ლაშა ტალახაძის ახალი მწვერვალი
პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულდა მსოფლიოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ახალგაზრდებს შორის, სადაც წარმატებით გამოვიდა ქართველი სპორსტმენი ლაშა ტალახაძე. 19 წლის ლაშა ტალახაძემ (+105 კგ) ლიმას ფიცარნაგზე შესანიშნავად იასპარეზა და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 411 კილოგრამით ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ქართველი ძალოსანი კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე დამსახურებულად ავიდა, რამეთუ უახლოეს მდევარს, სომეხ გორ მინასიანს 8 კილოთი აჯობა, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორს, რუსეთის ნაკრების წევრს, კარენ მარტიროსიანს სულაც 26 კილოგრამით აჯობა.
ლაშა ტალახაძისთვის საერთაშორისო სარბიელზე ეს პირველი წარმატება არ ყოფილა. 2011 წელს იგი ახალგაზრდებში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო მსოფლიოს წელს ზემოდან პირველად გადმოხედა.