საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ბატონ ლერი ხაბელოვს
ბატონ ლერი ხაბელოვს
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს
2013 წლის 7 მაისი
თბილისი
პატივცემულო პრეზიდენტო,
შვეიცარიის მთავრობის სახელით მსურს გულითადად მიულოცო საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დააკავშირებით. საქართველოს ეოკ-ის მხრიდან ოლიმპიური სულისკვეთებით მიღებული ეს გადაწყვეტილება მეტად მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო საზოგადოებისთვის, რაც ნათლად წარმოაჩენს სპორტის ოლიმპიური დანიშნულების მნიშვნელობას და მის გამაერთიანებელ და არა გამთიშველ ფაქტორს.
საქართველოს მთავრობასთან დამყარებული პარტნიორული ურთიერთობის ფარგლებში ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ შვეიცარიის მხარდაჭერა საქართველოს სოჭის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. თამაშებში საქართველოს გუნდის მონაწილეობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი გახდება გრძელვადიანი სტრატეგიის ფარგლებში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.
თუ შვეიცარიას, როგორც საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის მთავრობებს შორის უფლებამოსილების მანდატის განმახორციელებელ მხარეს შეუძლია დახმარება გაგიწიოთ თამაშებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, გთხოვთ თავისუფლად დაგვიკავშირდეთ ნებისმიერ დროს. Mმადყოფნას გამოვთქვამთ, ეოკ-თან და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად განვიხილოთ ნებისმიერი საჭირბოროტო საკითხი და ერთობლივად მოვძებნოთ გამოსავალი წამოჭრილი პრობლემების გადასაწყვეტად.
G გულითადად ვუსურვებთ საქართველოს გუნდს სოჭის თამაშებში წარმატებულ მონაწილეობას და რასაკვირველია ოლიმპიური მედლების მოპოვებას!
მადლობას მოგახსენებთ ნდობისა და მომავალი თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,
გიუნტერ ბეხლერი შვეიცარიის ელჩი