საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალი ოფისის გახსნას მონაკოს პრინცი დაესწრება
19 სექტემბერი 2011

დღეს 19 სექტემბერს 19:00 საათზე მაჩაბლის ქუჩა #11-ში დაგეგმილია საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, ოლიმპიური მუზეუმისა და ,,თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის ახალი ოფისის გახსნის ცერემონიალი.
ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად თბილისში ჩამოვიდნენ მონაკოს პრინცი და ამავე ქვეყნის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ალბერ II, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური მდივანი რაფაელ პაგნოცი, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ადმინისტრაციის უფროსი როსანა, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი მარიუს ვიზერი.
სეოკ-ის ახალი ოფისის გახსნას ასევე დაესწრებიან ოლიმპიური ჩემპიონები, ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტები და მთავრობის წარმომადგენლები.