შეხვედრა სპორტულ ფედერაციებთან

30 ივლისი 2013

29 ივლისს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე თამაზ თევზაძესამინისტროში 28 სპორტული ფედერაციის ხელმძღვანელ პირს შეხვდა. სპორტულ ფედერაციებთან შეხვედრას, რომლებიც ოლიმპიურ და არაოლიმპურ ფედერაციებს წარმოადგენდნენ ოლიმპიური კომიტეტის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და სპორტის დეპარტამენის უფროსიირაკლი დოლაბერიძე დაესწრნენ.

ფედერაციების თავკაცებს რამდენიმე პრიორიტეტულ მიმართულებაზე ზოგადი რეკომენდაციები მიეცათ. ამასთან, 1 სექტემბრამდე მათ უწყებებში არსებული მდგომარეობის დეტალურად გაცნობა და წერილობით წარმოდგენა დაევალათ. შეხვედარზე საუბარი შეეხო რეგიონალურ ფედერაციებში არსებულ რთულ ვითარებას და იქ არსებული პრობლემების გადაჭრისთვის შესაბამისი ზომების მიღებას.

პარალელურად მიმდინარეობს სპორტის პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებაზე მუშაობა. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სამი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბება, რომლებიც სამი მიმართულებით იმუშავებენ: 1. ინფრასტრუქტურა; 2. ფიზიკური განათლება და მეცნიერება; 3. კანონმდებლობა. სამინისტროში სპორტულ ფედერაციებთან შეხვედრები და სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ერთობლივი მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.


msy.gov.ge