მედეა (მზია) ჯუღელი

01 აგვისტო 2013

1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს სპორტულ ტანვარჯიშში, სსრკ-ს რვაგზის ჩემპიონს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს, თბილისის საპატიო მოქალაქეს, ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერს მედეა (მზია) ჯუღელს დაბადებიდან 87 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ქალბატონ მზიას დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.