ქეთევან ლოსაბერიძე

01 აგვისტო 2013

სახელოვან ქართველ მშვილდოსანს, 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს გუნდურ ჩათვლაში, ევროპის აბსოლუტურ ჩემპიონს, სსრკ-ს ორგზის ჩემპიონს, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის კავალერს ქეთევან ლოსაბერიძეს დაბადებიდან 64 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ქალბატონ ქეთევან ლოსაბერიძეს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და წარმატებებს.