ოთხი მედალი მაიამიდან

12 აგვისტო 2013

 

მაიამიში დასრულებულ მსოფლიოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე ძიუდოში, საქართველოს ვაჟ და გოგონათა ნაკრებმა გუნდებმა დამაჯერებლად იასპარეზეს. მათ ანგარიშზე ოთხი მედალია, რაც ალბათ ურიგო შედეგი არ უნდა იყოს.

​წლევანდელი კონტინენტის პირველობის გამარჯვებულსა და უტრეხტის ახალგაზრდული ფესტივალის ბრინჯაოს პრიზიორს მარიამ ჯანაშვილს (52კგ), მსოფლიოს ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. იმავე სინჯის მედლები მოიპოვეს რობინზონ ბეგლარიშვილმა (50კგ) და თამაზ კირაკოზაშვილმა (73კგ), ხოლო კობა მჭედლიშვილი (66კგ) კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.

​მაიამიში, პარალელურად 2014 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზიებიც თამაშდებოდა. მსოფლიოს ჩემპიონატის პრიზიორი, ავტომატურად, ნაინჯინგში (ჩინეთი) გასამართი თამაშების საგზურის მფლობელიც ხდებოდა. ქართველმა ძიუდოისტებმა საერთო ჯამში ოთხი ლიცენზია კი მოიპოვეს, მაგრამ დადგენილი კვოტის თანახმად ქვეყანას თითო-თითო ქალ-ვაჟის გამოყვანის უფლება აქვს. ასე რომ მარიამ ჯანაშვილი ნაინჯინგში 100% იასპარეზებს, რაც შეეხებათ ვაჟებს,აქ ირაკლი ცირეკიძეს კობა მჭედლიშვილს, რობინზონ ბეგლარიშვილსა და თამაზ კირაკოზაშვილს შორის მოუწევს არჩევანის გაკეთება.