ოქროს გვირგვინი

02 სექტემბერი 2013

რიო დე ჟანეიროში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ქართველმა კიმონოისტებმა ასპარეზობა გუნდური გამარჯვებით დააგვირგვინეს.

შეჯიბრებაში 16 გუნდი ჩაერთო. საქართველოს ნაკრებმა მერვედფინალში საფრანგეთის საკმაოდ ძლიერი გუნდი 3:2 დაამარცხეს, მეოთხედფინალში მონღოლეთს იოლად 4:1 გაუსწორდნენ, ნახევარფინალში უზბეკეთის გუნდიც იმავე ანგარიშით დაამარცხეს, ხოლო გადამწყვეტ შეხვედრაში კი რუსეთთან წაგებული შეხვედრა შემოატრიალეს, 3:2 გაიმარჯვეს და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზეც დამსახურებულად ავიდნენ.

რაც შეეხება ინდივიდუალურ შეჯიბრებას, აქ ირაკლი უზნაძის გაწვრთნილებმა ორი ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ავთანდილ ჭრიკიშვილს (81კგ) და ვარლამ ლიპარტელიანს (90კგ) ოქროს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდათ და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.