წარმატებული სტარტი

06 სექტემბერი 2013

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფეხბურთში, წარმატებით დაიწყო 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილებმა, ლუქსემბურგის ნაკრები მათსავე მოედანზე დამაჯერებლად 3:0 დაამარცხეს და კონტინენტის პირველობაზე მოსახვედრად, რომელსაც 2015 წელს ჩეხეთი უმასპინძლებს, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს. ქართველთაგან გოლები დავით სხირტლაძემ, მამუკა კობახიძემ და გიორგი ჭანტურიამ გაიტანეს.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს, მომდევნო მატჩი 9 სექტემბერს, კვლავ სტუმრად ლუქსემბურგზე გაცილებით ძლიერ სლოვაკეთის გუნდთან ელის და იმედია 3 ქულის აღებას მოახერხებენ.

სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის გარდა საქართველოს მეტოქეები ჯგუფში ჰოლანდიისა და შოტლანდიის გუნდები არიან.