ქართველი მოკრივეები ბაქოში ყოჩაღობენ

30 სექტემბერი 2011

აზერბაიჯანის დედაქალაქში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, რომელიც ამავდროულად ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება ქართველი მოკრივეები ჯერ-ჯერობით წარმატებით ასპარეზობენ.

შეგახსენებთ, რომ ბაქოს რინგზე 127 ქვეყნის 700-მდე მოკრივემ მოიყარა თავი, საქართველოს ნაკრები კი ბედს 10 წონით კატეგორიაში ცდის.

I წრის შეხვედრები უკვე რვა წონაში გაიმართა და აქედან შვიდში რამაზ ფალიანის შეგირდებმა გამარჯვება მოიპოვეს.

ერთადერთი გიორგი კილანავას (56კგ) დაუცდა ფეხი, რომელმაც ავსტრალიელ ლუკ ბოიდთან წააგო. ავთანდილ ჭუბაბრიამ (49კგ), სევერიან ჭილაძემ (52კგ), დავიტ გოგიშვილმა (91კგ), ლევან გულედანმა (81კგ), ზაალ კვაჭატაძემ (69კგ), მიხეილ ბახტიძემ (+91კგ) და კობა ფხაკაძემ (64კგ) თავიანთი შეხვედრები დამაჯერებლად მოიგეს და II წრეში ასპარეზობის უფლება მოიპოვეს.

არსანიშნავია, რომ ფხაკაძემ, რომელიც წინა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია დღეს განელი მეტოქე 29:5 გაანადგურა და მომდევნო წრეში მასპინძელ გადზიალიევთან მოუწევს ურთიერთობის გარკვევა.

ხვალ რინგზე ნიკოლოზ იზორია და ჯაბა ხოსიტაშვილი გავლენ, რომლებიც შესაბამისად უნგრელ და ტაილანდელ მოკრივეებს დაუპირისპირდებიან.