მაღალი მიღწევების სპორტის სტრატეგიული საკითხები

15 ოქტომბერი 2013

12-14 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სეოკ-ის დაფინანსებითა და სპორტული მედიცინის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე "მაღალი მიღწევების სპორტის სტრატეგიული საკითხები".

კონფერენცია სეოკ-ის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა გახსნა, ასევე დამსწრეთ სიტყვით მიმართა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი დოლაბერიძემ.

სემინარის თემები იყო: "გადაუდებელი დახმარება სპორტში" (ვალერი ახალკაცი), "ალფა-ლიპოის მჟავას პერსპექტივები სპორტში" (კახაბერ ჭელიძე), "დოპინგის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში" (პავლე კასრაძე), "სპორტსმენის დღის რეჟიმი" (ზურაბ კახაბრიშვილი), "სპორტსმენთა კვების თავისებურებები" (ქეთევან ბერიძე).

მონფერენციის ფარგლებში თბილისში, გორში, დუშეთსა და ბორჯომში ჩატარდა პრაქტიკული მეცადინეობები და ყველა მონაწილეს დაურიგდა სერთიფიკატები.