სოკ-ის მორიგი წერილი სეოკ-ს

17 ოქტომბერი 2013

2013 წლის 16 ოქტომბერი

ლოზანა

 

თემა: „აფხაზეთი" და " სამხრეთ ოსეთი"- დამატებითი ინფორმაცია

 

ბატონ ლერი ხაბელოვს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრესიდენტს

 

 

ბატონო პრეზიდენტო,

 

      წინამდებარე წერილი წარმოადგენს  დამატებით განმარტებას ჩვენს მიერ 2013 წლის 28 სექტემბერს გამოგზავნილ კორესპონდენციაზე და გვსურს მოგაწოდოთ  უახლესი ინფორმაცია სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხის შესახებ.

 

     გაცნობებთ, რომ საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა  ოფიციალურად მიმართა სოჭის ზამთრის ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების  საორგანიზაციო კომიტეტს იმისათვის, რომ მოესმინა და გაერკვია არსებული ვითარება და მიეღო გარანტია, რომ სოკ-ის პროტოკოლი სრულად იქნება დაცული.

 

სოკ-ი პასუხისმგებლობას კისრულობს ,რომ  მისი პოზიცია და დადგენილი წესები მკაცრად იქნება  დაცული ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად და  ნებისმიერი პრაქტიკული თუ ოპერაციული საკითხი სათანადოდ მოგვარდება სოჭის საორგანიზაციო  კომიტეტის მიერ.

ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს ინფორმირებას მომავალში განვითარებულ მოვლენებზე და მადლობას მოგახსენებთ გაგებისა და თანამშრომლობისთვის.

 

პატივისცემით,

პერე მირო

სოკ-ის ეოკ-ებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი

 

 

ასლი ეგზავნება: სოკ-ის პრეზიდენტს თომას ბახს,

სოკ-ის გენერალურ დირექტორს კრისტოფ დე კეპერს,

სოკ-ის ოლიმპიური თამაშების აღმასრულებელ დირექტორს ჟილბერ ფელის.