ლევან ჟორჟოლიანის ოქრო

10 ოქტომბერი 2011

8-9 ოქტმბერს ბაქოში დასრულებულ მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ძიუდოში საქართველოს ნაკრები 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობდა და მხოლოდ ერთ მედალს გამორჩა.

თავი ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) გამოიჩინა, რომელმაც ყველა მეტოქეს მოუგო და კვარლცხბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა. ჟორჟოლიანი შეჯიბრში მერვედფინალიდან ჩაერთო.

სტარტზე მან აზერბაიჯანელ ღაფაელ შაჰვერდიევს მოუგო, შემდეგ ახალზელანდიელი ჯეისონ კოსტერი, რუსი ასხაბ კოსტოევი და ირანელი ჯავად მაჰჯოუბი დაამარცხა და ოქროს მედალთან ერთად 100 სარეიტინგო ქულაც გაინაღდა.

სამწუხაროდ პეტერ ზაიზენბახერის შეგირთთაგან სხვა ბაქოს ტატამზე საპრიზო სამეულს ვერავინ შესწვდა.