ლიტვაც დავამარცხეთ

08 იანვარი 2014

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში მორიგი გამარჯვება მოიპოვა. სპორტის სასახლეში, ჩვენი ჯგუფის ლიდერი ლიტვის ნაკრები ვისტუმრეთ და დამაჯერებლად - 26:23 გავიმარჯვეთ.

ამ მოგებით ლიტველებთან სხვაობა 1 ქულამდე შევამცირეთ და მომდევნო ეტაპზე მოხვედრის შანსი შევინარჩუნეთ, ამისათვის კი 11 იანვარს გასამართ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში სტუმრად ფინეთთან აუცილებელი გამარჯვება გვესაჭიროება, ხოლო ბალტიისპირელებმა შინ თურქეთს ვერ უნდა მოუგონ.

როგორც წინა შეხვედრაში თურქეთთან, ამჯერადაც საქართველოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი რატი მსხვილიძე იყო, რომელმაც მეტოქეს 8 გოლი გაუტანა.