საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის განცხადება

01 ნოემბერი 2011

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით ჩატარდება ლონდონის XXX ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონკურსი ,,სპორტი და ხელოვნება", რომლის მთავარი მიზანიცაა მსოფლიოში ოლიმპიური პრინციპებისა და ოლიმპიური ქარტიის იდეალების განმტკიცება.

კონკურსის თემატიკა - ,,სპორტი და ოლიმპიური ღირებულებების
უპირატესობა, მეგობრობა და პატივისცემა"

კონკურსის მონაწილეები - კონკურსში მონაწილეობა შეუძლია
ნებისმიერ პიროვნებას ასაკის შეუზღუდავად

კონკურსის კატეგორიები - 1) სკულპტურა;
2) გრაფიკული ნამუშევარი
(ნახატი, ფერწერა, გრავიურა)

სკულპტურული ნამუშევრის ზომები უნდა იყოს 1.5 მეტრი X 1 მეტრზე
(20 კილოგრამამდე)

გრაფიკული ნამუშევრის ზომა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 1.5 მეტრს X 1 მეტრზე (ჩარჩოში)

ჟიური:

სოკ-ი შეარჩევს საერთაშორისო ჟიურის წევრებს, რომლებიც გადაწყვეტილებას 2012 წლის ივნისში მიიღებენ.
ჟიურის წევრები იქნებიან - სოკ-ის კულტურისა და ოლიმპიური განათლების კომიტეტის, ოლიმპიური მუზეუმის წარმომადგენლები, ხელოვნების ექპერტები მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან.

საპრიზო ფონდი:საუკეთესო ნამუშევრებს გადაეცემათ სოკ-ის შესაბამისი ჯილდოები:

1 პრიზი - 30 ათასი ამერიკული დოლარი და დიპლომი
2 პრიზი - 20 ათასი ამერიკული დოლარი და დიპლომი
3 პრიზი - 10 ათასი ამერიკული დოლარი და დიპლომი

ასევე გათვალისწინებულია წამახალისებელი ხუთ-ხუთი დიპლომი


დაზღვევა:სოკ-ი უზრუნველყოფს გამარჯვებული ნამუშევრების დაზღვევას.

კონკურსის ჩატარების პირობები - საქართველოში კონკურსი ჩატარდება
ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის
ორგანიზებით. კომპეტენტურ
ჟიურისთან ერთად შერჩეული
საუკეთესო ნამუშევარი - (ერთი
სკულპტურა, ერთი გრაფიკული
ნამუშევარი) გადაიგზავნება
ლოზანაში (შვეიცარია)