ნინო სალუქვაძე - 45
ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ სპორტსმენს, ტყვიის სროლაში სეულის 1998 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონსა და ვერცხლის მედალოსანს, პეკინის 2008 წლის თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, არაერთგზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ვახტანგ გორგასლის II და III ხარისხის ორდენების კავალერს, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტს ნინო სალუქვაძეს დაბადებიდან 45 წელი შეუსრულდა.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ქალბატონ ნინო სალუქვაძეს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და წარმატებებს.






