ვიწყებთ ნინო წიკლაურით

17 თებერვალი 2014

18 თებერვლიდან, სოჭში მიმდინარე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში ქართველი სპორტსმენებიც ჩაერთვებიან. პირველი სტარტზე სამთო-მოთხილამურე ნინო წიკლაური დადგება და იგი ბედს გიგანტურ სლალომში ცდის.

განრიგის მიხედვით, გახსნის ცერემონიალზე ჩვენი გუნდის მედროშე რიგით 68-ე ნომერია. მისი თქმით იგი სრულ მზადყოფნაშია და შეეცდება მაქსიმალურად საუკეთესო შედეგი აჩვენოს. „თამაშებისთვის ევროპაში ნაყოფიერად მოვემზადე და არაერთ საერთაშორისო ტურნირშიც ვიასპარეზე. ეს ჩემი მეორე ოლიმპიადაა და გარკვეული გამოცდილებაც დამიგროვდა. აქაურ ტრასასთან შესაგუებლადაც დრო საკმაოდ მქონდა და ასე თუ ისე ალღოც ავუღე. ვეცდები რაც შეიძლება მაღალი ადგილებისთვის ვიბრძოლო" - აღნიშნა ნინო წიკლაურმა.

შეჯიბრი გიგანტურ სლალომში თბილისის დროით 9:30 წუთზე დაიწყება.

 

კახა ბერიძე
სეოკ-ის პრეს-ატაშე სოჭიდან