ელენე გედევანიშვილის ოცეული

20 თებერვალი 2014

20 თებერვალს, სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე, ფიგურულ ციგურაობაში, ქალთა შორის ინდივიდუალურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამით გათვალისწინებული შეჯიბრი გაიმართა, სადაც ელენე გედევანიშვილმა 92.45 ქულა მოაგროვა, ორი პროგრამის ჯამში 147.15 და საბოლოოს მე-19 ადგილს დასჯერდა.

პირველი დღის შემდეგ გედევანიშვილი მე-17 პოზიციაზე იმყოფებოდა და ძნელად სავარაუდო იყო, რომ წინ წაწევას მოახერხებდა, რადგან მისი ძლიერი მხარე სწორედ მოკლე პროგრამაა.

შეგახსენებთ, რომ ელენე გედევანიშვილი ევროპის ჩემპიონატების ორგზის ბრინჯაოს პრიზიორია, ხოლო ოლიმპიურ თამაშებზე საუკეთესო შედეგი ტურინში (2006 წ) აჩვენა, სადაც მეათე ადგილი დაიკავა.