პიონჩანგში შეხვედრამდე

23 თებერვალი 2014

23 თებერვალს ზამთრის XXII ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად დაიხურა და ისტორიის კუთვნილება გახდა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდეტმა ტომას ბახმა, რომლისთვისაც ეს პირველი თამაშებია ამ თანამდებობაზე, ოლიმპიური დროშა და მომავალი თეთრის ოლიმპიადის ესტაფეტა ოფიციალურად გადასცა სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგს და მის მერს.

სოჭის თამაშებში, სპორტის 15 სახეობაში, 88 ქვეყნის 2856 ათლეტმა მიიღო მონაწილეობა.

შეჯიბრებებს უმასპინძლა თერთმეტმა თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილმა სპორტულმა არენამ, რომლებმაც საერთო ჯამში 120 ათასი მაყურებელი დაიტია.

თამაშებს მოემსახურა 25 ათასზე მეტი მოხალისე.
„სოჭი 2014"-ის კულტურულ პროგრამაში მონაწილეობა მიიღო 5 ათასამდე მსახიობმა და მომღერალმა, ხოლო ღონისძიებებმა 500 საათზე მეტს გასტანა.

თამაშებზე აკრედიტებული იყო 13 ათასზე მეტი პრესის, ტელევიზიისა და ფოტო კორესპონდენტი.

სოჭის თამაშებზე ოფიციალურად გაიყიდა მილიონზე მეტი ბილეთი.

„სოჭი 2014"-ს მსოფლიოს მასშტაბით თვალი მიადევნა 3 მილიარდამდე ადამიანმა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში, 33 მედლით (13 ოქრო, 11 ვერცხლი, 9 ბრინკაო) პირველი ადგილი რუსეთის ნაკრემა დაიკავა, მეორე საფეხურზე 26 მედლით (11 ორო, 5 ვერცხლი, 10 ბრინჯაო) ნორვეგიის გუნდი გავიდა, ხოლო მესამე პოზიცია 25 მედლით (10 ოქრო, 10 ვერცლი, 5 ბრინჯაო) კანადას ერგო. სულ კი მედლები 26 ქვეყნის სპორტსმენებმა მოიპოვეს.

დახურვის ცერემონიალზე ჩვენი გუნდის მედროშე მოციგურავე ელენე გედევანიშვილი იყო.

2018 წელს, პიონჩანგში შეხვედრამდე.


კახა ბერიძე
სეოკ-ის პრეს-ატაშე სოჭიდან