კალათბურთის ფესტივალი ქუთაისში

10 მარტი 2014

ქუთაისში, 9 მართს გაიხსა და ერთი თვის მანძილზე გაგრძელდება რეგიონალური ოლიმპიური ფესტივალი კალათბურთში 1998-2000 წელს დაბადებულ გოგონათა და ვაჟებს შორის.

იმერეთის რეგიონისთვის, სხვადასხვა სახეობებში მსგავსი სახის სპორტული ღონისძიებები უცხო ხილი არ არის და მისი მთავარი მიზანი თბილისში 2015 წელს გასამართი ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის სპორტსმენთა შერჩევა-მომზადებაა.

ზემოთაღნიშნული ფესტივალის ორგანიზატორები არიან საქართველოს ეროვნული და იმერეთის რეგიონალური კალათბურთის ფედერაციები, იმერეთის სამხარეო ორგანიზაცია, ხოლო ტურნირის პარტნიორია სეოკ-ის რეგიონალური ორგანიზაცია.