ლევან თედიაშვილს დაბადებიდან 66 წელი შეუსრულდა

15 მარტი 2014

ლეგენდარულ ქართველ ფალავანს, მიუნხენის (1976) და მონრეალის (1976) ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს თავისუფალ ჭიდაობაში, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს (ოთხჯერს თავისუფალ ჭიდაობაში, ერთხელ სამბოში), ევროპის ჩემპიონატების სამგზის გამარჯვებულს, სსრკ-ს ორგზის ოქროს მედალოსანს, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენს, სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის, სოკ-ის ფილასა და ღირსების ორდენების კავალერს ლევან თედიაშვილს დაბადებიდან 66 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს ლევან თედიაშვილს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლეს.