სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტად ზურაბ კოსტავა აირჩიეს

01 მაისი 2014

 

30 აპრილს, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" საქართველოს სათხილამურო ფედერაციის რიგით მე-8 ყრილობა გაიმართა. ყრილობაზე წარმოგიდგენილი იქნა საანგარიშო მოხსენება 2009-2014 წლებში გაწეული სამუშაოს შესახებ, განიხილული იყო ფედერაციის წესდებაში შესატანი ცვლილებები და კენჭისყრით გაიმართა ფედერაციის პრეზიდენტისა და პრეზიდიუმის წევრების არჩევნები.

საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება. 2013 წლის 13 სექტემბერს სათხილამურო ფედერაციის რიგით მე-7 ყრილობაზე გადაწყდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები დაემთხვეს ოლიმპიურ 4 წლიან ციკლს და ჩატარდეს ზამთრის ოლიმპიური თამაშების და საერთაშორისო საშეჯიბრო სეზონის დასრულების შემდეგ - 2014 წლის აპრილის ბოლოს.

ფედერაციის მმართველი გუნდის მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატი, ფედერაციის გენერალური სპონსორის, კომპანია "სილქნეტის" ბიზნეს-განვითარების დირექტორი - ბატონი ზურაბ კოსტავა იყო, რომელიც სამთო-სათხილამურო სპორტის დიდი გულშემატკივარია.

დელეგატებმა ზურაბ კოსტავა პრეზიდენტად 25 ხმით აირჩიეს. პირველი ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ცაგარელი იქნება, ვიცე-პრეზიდენტებად დაამტკიცეს ეკა ორჯონიკიძე და დავით ნათაძე, გენერალურ მდივნად კი ირინა აჩბა იმუშავებს. ვიცე-პრეზიდენტებს და გენერალურ მდივანს ხმა 27-მა დელეგატმა დაუჭირა.

 

 


Msy.gov.ge