ნანჯინგში მოკრივეც გვეყოლება

19 მაისი 2014

მოახლოებულ ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს მონაწილე კრივშიც ეყოლება. ამის შესახებ, ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციიდან (AIBA), ეროვნულ ფედერაციასა და სეოკ-ში, პრეზიდენტ ლერი ხაბელოვის სახელზე ოფიციალური წერილი მოვიდა, რომელსაც ხელს აღმასრულებელი დირექტორი ჰო კიმი აწერს.

„ნანჯინგი 204"-ის ლიცენზიები ახლახანს სოფიაში დასრულებულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშდებოდა და საამისოდ საჭირო ექვსეულში მოხვედრა იყო. გარდა ამისა, საგზურთა რაოდენობაც კვოტირებული იყო - თითო ქვეყანაზე მაქსიმუმ სამი ლიცენზია.

მსოფლიოს ჩემპიონატზე, ქართველ მოკრივეთაგან საუკეთესო შედეგი გიორგი ხარაბაძემ (69კგ), რომელმაც ორი ბრძოლა მოიგო და 1/8 ფინალში უზბეკ მეტოქესთან დამარცხდა. ერთი შეხედვით, ნანჯინგში მოხვედრის ყველანაირი შანსიც გაქრა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფორტუნამ გაგვიღიმა.

საქმე იმაშია, რომ უკრაინის ნაკრებმა ოთხი ლიცენზია მოიპოვა, ანუ ლიმიტირებულზე ერთით მეტი, მათ შორის 69 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც. ჩვენდა გასახარად, უკრაინელთა სამწვრთნელო შტაბმა უარი სწორედ ამ წონაზე თქვა და საერთაშორისო ასოციაციამაც გამოთავისუფლებული ადგილი გიორგი ხარაბაძეს მიაკუთვნა.