ლიანა ცოტაძეს დაბადებიდან 53 წელი შეუსრულდა

05 ივნისი 2014

წარსულში გამოჩენილ ქართველ წყალში მხტომელს, მოსკოვის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს, საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონს და თასის სამგზის მფლობელს, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატს ლიანა ცოტაძეს დაბადებიდან 53 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავ მას დაბადების დღეს და უსურვებს ჯანმრთელობასა და წარმატებებს.