„ოლიმპიური დღე“ თბილისსა და საქართველოში !

18 ივნისი 2014

1948 წლიდან, მთელი მსოფლიო „ოლიმპიური დღეს" აღნიშნავს, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღს უკავშირდება და თავისთავად, ამ ორგანიზაციის პატრონაჟის ქვეშ იმართება. მასობრივი ღონისძიებები ტრადიციულად ივნისის თვეში იმართება.

ჩვენს ქვეყანაში, ამ დღისადმი მიძღვილი აქტივობები 1993 წლიდან იმართება, მას შემდეგ, რაც საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი სოკ-მა აღიარა და მის სრულუფლებიან წევრად მიიღო.

22 ივნისს, სეოკ-ს დაგეგმილი აქვს „ოლიმპიური დღე" ფართოდ აღნიშნოს. თბილისს გარდა, ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება.

ყველა ასაკის ადამიანების მონაწილეობით, მოეწყობა მძლეოსნური გარბენი თბილისის ფილარმონიიდან მშვიდობის ხიდამდე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეჯიბრება, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის - „თბილისი 2015"-ის პრეზენტაცია. 21 ივნისს კი „ოლიმპიური დღის" პროგრამის ფარგლებში ჩატარდება სპორტული შეჯიბრებები დევნილთათვის.

გარბენში მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიური ჩემპიონები, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, კულტურისა და სპორტის მოღვაწეები, მოხალისეები და სხვა გამოჩენილი სპორტსმენები.

შეჯიბრების მონაწილეებს გადაეცემათ სპეციალური მაისური და კეპი, სოკ-ის სერტიფიკატები, გამარჯვებულები კი დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.

„ოლიმპიური დღის" გენერალური სპონსორია კომპანია „SAMSUNG".