„ოლიმპიური დღე“ იმერეთში

23 ივნისი 2014

იმერეთში, საერთაშორისო ოლიმპიური დღე, დიდ ჯიხაიშში აღინიშნა. ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის მიმდებარე ტერიტორია სპეციალურად იყო შერჩეული, სადაც ოლიმპიური მარაოთნის პარალელურად გიორგი ნიკოლაძის 125 წლისთავისადმი მიძღვნილი სხვადასხვა სპორტული აქტივობები გაიმართა.

გიორგი ნიკოლაძემ, სწორედ დიდი ჯიხაიშში მოაწყო პირველი მარათონული გარბენა, მის სახელს უკავშირდება ქართული სპორტული ლექსიკონის შექმნა, სპორტული საზაგადოების, ტანვარჯიშის, ალპინიზმის სკოლის დაარსება და სხვა. მარათონის მონაწილეებს გადაეცათ სეოკ-ის მიერ აღდგენილი ჟურნალი ,,ოლიმპიელი,, , მაისურები ოლიმპიური სიმბოლიკით და ფასიანი საჩექრები.

„დღეს მსოფლიო აღნიშნავს აერთაშორისო ოლიმპიურ დღეს და ამ ზეიმს ჩვენს ვუერთდებით. ოლიმპიური მარათონისა და სხვა სპორტული ღონისძიებების მოწყობა წლეულს დიდ ჯიხაიშში, ნიკოლაძეების სახლმუზეუმში გადავწყვიტეთ. სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში საკმაოდ ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად სხვადასხვა პროფესიის ადამიანებმაც იასპარეზეს. მინდა მადლობა ვუთხრა ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებას, მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურს, დიდი ჯიხაიშის გამგეობას გულთბილი მასპინზლობისთის" - აღნიშნა რევაზ რობაქიძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს უცხოელმა მოყვარულმა მორბენლებმა, მოჭადრაკეებმა პოლონეთის ქალაქ პოზნანიდან და კატოვიცედან.