რევაზ მინდორაშვილი იუბილარია

01 ივლისი 2014

სახელოვან ქართველ ფალავანს, თაისუფალ ჭიდაობაში პეკინის 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონსა და მრავალგზის პრიზიორს, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულს, ამჟამად თავისუფალ ჭიდაობაში ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენის, ღირსების ორდენისა და მედლის კავალერს რევაზ მინდორაშვილს დაბადებიდან 38 წელი შეუსრულდა.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ულოცავს რევაზ მინდორაშვილს დაბადების დღეს და უსურვებს მას ჯანმრთელობას და წარმატებებს, როგორც სამწვრთნელო საქმიანობაში, ისე ცხოვრებაში.