სოკ-ი ოლიმპიური ტელეარხის გახსნას გეგმავს !

21 ივლისი 2014

შესაძლოა, უახლოეს ხანებში მსოფლიო ტელესივრცეში ახალი - ოლიმპიური არხი გაჩნდეს. იდეა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს თომას ბახს ეკუთვნის, რომელსაც სოკ-ის ლიდერებმაც აუბეს მხარი.

როგორც გერმანელმა მაღალჩინოსანმა, სოკ-ის სამიტზე განაცხადა, პროექტში აქტიურად იქნებიან ჩართულები საერთაშორისო ფედერაციები, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები და სპონსორები.
საწყის ეტაპზე, მის განვითარებასა და ხარისხზე ტელეარხი „National Geographic Chanel" - ი იზრუნებს.

„ უახლოესი თვეების მანძილზე, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ყველა დაინტერესებულ პირთან და ორგანიზაციასთან ითანამშრომლებს, რათა კონცეფცია კიდევ უფრო დავხვეწოთ " - აღნიშნა თომას ბახმა.