პირველი მედალი 42 წლის შემდეგ !

21 ივლისი 2014

წარსულში გამოჩენილმა ქართველმა ნიჩბოსანმა ვიქტორ კრატასიუკმა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. მას შემდეგ, სპორტის ამ სახეობაში, არცერთ ასაკობრივ ჯგუფში საერთაშორისო ტურნირებზე მედალი არ მოგვიპოვებია.

ნავსი 21 წლის მცხეთელმა ნიჩბოსანმა ზაზა ნადირაძემ გატეხა, რომელმაც უნგრეთში დასრულებულ 23 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე 200 მეტრიან დისტანციაზე ბრიჯნაოს მედალი მოიპოვა.

ზაზა ნადირაძე ნიკოლოზ გირდას მეთვალყურეობის ქვეშ ვარჯიშობს. მან, ამას წინათ, კონტინენტის პირველობაზე წარმატებული ასპარეზობით, გაისად ბაქოში გასამართი პირველი ევროპული თამაშების ლიცენზიაც მოიპოვა.

6-10 აგვისტოს, ქართველი ნიჩბოსნები უფროსებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ცდიან ძალებს.