ანონსი
თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის უნივერისტეტის ინიციატივით იწყება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს მწვრთნელთა გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას
ხვალ, 22 ოქტომბერს 10:30 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის 11) გაიმართება მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მედალოსნების და მონაწილე სპორტსმენების მიღება
არგენტინიდან საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აერპორტში 21 ოქტომბერს გამთენიისას,03:05 საათზე ჩამოვა. მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 6 მედალი მოიპოვეს (1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო) და საერთო ჩათვლაში, მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, საბოლოოდ 44-ე ადგილი ერგოთ.
2 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ოლიმპური კომიტეტის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის 11) 11 საათზე გაიმართება სეოკ-ის აღმასკომის სხდომა, 12 საათზე კი - მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე (ბუენოს აირესი, 6-18 ოქტომბერი) საქართველოს სპორტული დელეგაციის გაცილების ცერემონია.
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!
25 სექტემბერს, 11:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ - ბინაში (მაჩაბლის 11) გაიმართება 2017-2018 წწ სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების წარმატებული მონაწილეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!
23 ივნისს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ტარდება 2 მნიშვნელოვანი ღონისძიება - ოლიმპიური დღე და საქართველოს ოლიმპიელთა ფორუმი
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!
ხვალ, 5 ივნისს,12 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში ( მაჩაბლის ქუჩა № 11) გაიმართება აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.
სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!
23 მაისს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში (მაჩაბლის ქ.№ 11), საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოლიმპიურ ჩემპიონებს (23 ჩემპიონი) ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოებს
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით,მუზეუმის საერთაშორისო დღის ფარგლებში, 19 მაისს, ყოველწლიური აქცია - „ღამე მუზეუმში" მოეწყობა. აქციის ფარგლებში საქართველოს ოლიმპიური მუზეუმი სტუმრებს უმასპინძლებს 17:00 საათიდან 22:00 საათამდე.● 17:00 -22:00 - დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ სახელოვან ოლიმპიურ ჩემპიონ-პრიზიორებთან ერთად დაათვალიერონ მუზეუმი, გაეცნონ ქართული სპორტის და ჩვენი ოლიმპილების წარმატებებს ,ასევე დიდ ეკრანზე იხილონ თითოეული ოლიმპიური ჩემპიონის ისტორია.
8 მაისს, 17 საათზე ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას №1) გაიმართება ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველი მოციგავის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოცემული წიგნის პრეზენტაცია.
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი.



