ანონსი
23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით
10 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უმასპინძლებს საქართველოს ბატუტზე მხტომელთა და სპორტული აკრობატიკის ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს
30 წლის წინ, 1992 წლის 5 ივნისს ოლიმპიაში აღიმართა სახელოვანი ქართველი სკულპტორის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი ქანდაკება - „მშვიდობის ჩირაღდანი," რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს და საბერძნეთის კულტურულ ურთიერთობაში
სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წინა წლების მსგავსად ოლიმპიურ აკადემიასთან ერთად აქტიურადაა ჩართული სპორტის ადმინისტრატორების, მწვრთნელების, სტუდენტებისა და მოხალისეების ტრენინგებში ოლიმპიური მოძრაობის მრავალფეროვან თემატიკაზე
1 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უმასპინძლებს საქართველოს კრივის ეროვნულ ნაკრებ გუნდს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს. როგორც მოგეხსენებათ ჩვენმა მოკრივეთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით ისტორიულ შედეგს მიაღწია.
სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები
2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით გეგმავს სპორტის მენეჯმენტის კურსების განახლებას
21 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
18 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე (ვუოკატი, 2022).
23 თებერვალს, ჩინეთიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია. დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან საქართველოს მოციგურავეები ლუკა ბერულავა და კარინა საფინა.
ოლიმპიური დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება 00:35 საათზე.
საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია ჩინეთში ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე რამდენიმე ნაკადად გაემგზავრება