ანონსი

25 იანვარი 2022

ანონსი

26 იანვარს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

20 დეკემბერი 2021

ანონსი

24 დეკემბერს, 12:00 საათზე სასტუმრო ,,ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში" (თბილისის ზღვის ახალი ქალაქი) ჩატარდება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესია.

16 ნოემბერი 2021

ანონსი

17 ნოემბერს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სპორტის მენეჯმენტის კურსების  წარმატებული  მონაწილეებისთვის დიპლომების გადაცემის ცერემონია

10 ნოემბერი 2021

სეოკ-ის 2021 წლის 24 დეკემბრის საანგარიშო სესიის დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი

სეოკ-ის 2021 წლის 24 დეკემბრის საანგარიშო სესიის დღის წესრიგი და მუშაობის რეგლამენტი

03 ნოემბერი 2021

ანონსი

19 ნოემბერს, 11:00 საათზე  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროში ( დიმიტრი უზნაძის ქუჩა N 68) , საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და სოკ-ის ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამული დაფინასებით, ოლიმპიური აკადემიის, სეოკ-ის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდება სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

18 ოქტომბერი 2021

ანონსი

19 ოქტომბერს, 14:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა.

05 ოქტომბერი 2021

ანონსი

6 ოქტომბერს,12:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ეზოში (მაჩაბლის 11) საზეიმოდ გაიხსნება ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის ლაშა ბექაურის ვარსკვლავი, ასევე შესაბამისი წარწერა დაემატება ორგზის ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ვარსკვლავს. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ-პრიზიორების ასპარეზობის ამსახველი ფოტოების გამოფენა.

28 სექტემბერი 2021

ანონსი

29 სექტემბერს, 12 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) საქართველოს მოციგურავეების წარმატებულ და ისტორიულ შედეგებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი, სეოკ-ში ზამთრის სპორტის სახეობების კურატორი მამუკა ხაბარელი და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მარიამ გიორგობიანი. 

16 ივლისი 2021

ანონსი

17 ივლისს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე გაემგზავრება საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ყველაზე მრავალრიცხოვანი 30-კაციანი ჯგუფი - ტყვიის მსროლელები, ძიუდოისტები, ძალოსნები, მოკრივეები და სამედიცინო პერსონალი

05 ივლისი 2021

ანონსი

10 ივლისს, 11 საათზე  ოლიმპიურ პარკში (ამერიკის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება საქართველოს ოლიმპიური  და პარალიმპიური დელეგაციის ფიცის დადების და გაცილების  ცერემონია ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე