ანონსი

19 ივლისი 2022

ანონსი

20  ივლისს, 12:00 საათზე  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

22 ივნისი 2022

ანონსი

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის  დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით

09 ივნისი 2022

ანონსი

10 ივნისს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უმასპინძლებს საქართველოს ბატუტზე მხტომელთა და სპორტული აკრობატიკის  ეროვნულ ნაკრებ გუნდებს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს

06 ივნისი 2022

ანონსი

30 წლის წინ, 1992 წლის 5 ივნისს ოლიმპიაში აღიმართა სახელოვანი ქართველი სკულპტორის გიორგი შხვაცაბაიას მიერ შექმნილი ქანდაკება - „მშვიდობის ჩირაღდანი," რაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს და საბერძნეთის კულტურულ ურთიერთობაში

03 ივნისი 2022

სპორტის ადმინისტრატორთა სემინარი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წინა წლების მსგავსად ოლიმპიურ აკადემიასთან ერთად აქტიურადაა ჩართული სპორტის ადმინისტრატორების, მწვრთნელების, სტუდენტებისა და მოხალისეების ტრენინგებში ოლიმპიური მოძრაობის მრავალფეროვან თემატიკაზე

31 მაისი 2022

ანონსი

1 ივნისს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უმასპინძლებს საქართველოს კრივის ეროვნულ ნაკრებ გუნდს, მწვრთნელებს და ფედერაციის ხელმძღვანელებს. როგორც მოგეხსენებათ ჩვენმა მოკრივეთა ნაკრებმა სომხეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული სამი ოქროს და ერთი ვერცხლის მედლით ისტორიულ შედეგს მიაღწია. 

27 აპრილი 2022

სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსები

2022 წლის  ივნისიდან საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით გეგმავს სპორტის მენეჯმენტის კურსების განახლებას

20 აპრილი 2022

ანონსი

21 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართება სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა

17 მარტი 2022

ანონსი

  18 მარტს, 13:00 საათზე საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში (მაჩაბლის 11) გაიმართება საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონია ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ  ოლიმპიურ ფესტივალზე (ვუოკატი, 2022).    

22 თებერვალი 2022

ანონსი

  23 თებერვალს, ჩინეთიდან სამშობლოში ბრუნდება საქართველოს ოლიმპიური დელეგაცია. დელეგაციის წევრებს შორის იქნებიან საქართველოს მოციგურავეები ლუკა ბერულავა და კარინა საფინა. ოლიმპიური დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება 00:35 საათზე.