ახალი ამბები

07 აგვისტო 2026

იოანე ხვარეშიამ ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა, ელიზავეტა ბოიარშინოვამ და გიორგი არაბულმა კი - ბრინჯაო

პოლონურ ვროცლავში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ტყვიის სროლაში მეოთხე საშეჯიბრო დღეც წარმატებული გამოდგა საქართველოს ნაკრებისთვის

06 აგვისტო 2026

ელიზავეტა ბოიარშინოვამ მრგვალ სტენდზე სროლაში 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მორიგ წარმატებას მიაღწია

05 აგვისტო 2026

23-წლამდელთა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი შედეგიანი აღმოჩნდა

პოლონეთის ქალაქ ვროცლავში მიმდინარე ტყვიის სროლის 23-წლამდელთა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატი საქართველოს ნაკრებისთვის მეტად შედეგიანი აღმოჩნდა

03 აგვისტო 2026

ნინო სამხარაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ისტორიულ შედეგს მიაღწია, ბოგდან კვანტალიანმა კი ვერცხლის მედალი დაიმსახურა

ბაქოში 17-წლამდელ მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა, სადაც საქართველოს ბერძნულ-რომაული, თავისუფალი სტილისა და გოგონათა ნაკრებებმა იასპარეზეს

02 აგვისტო 2026

გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა აკადემიურ ნიჩბოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს

აკადემიურ ნიჩბოსნობაში, ვარეზეში (იტალია) მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც 31 ქვეყნის ნიჩბოსნებს შორის საქართველოც არის წარმოდგენილი, მნიშვნელოვან შედეგს მიაღწიეს გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა

29 ივლისი 2026

IOC-მა ფრირაიდი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩართო

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) ფრირაიდი საფრანგეთის ალპებში ჩასატარებელი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში ჩართო. შესაბამისი გადაწყვეტილება ორგანიზაციის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო

27 ივლისი 2026

ბიატლონში შერეული ესტაფეტა 2030 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია შეტანილი

ბიატლონში შერეული ესტაფეტა (სინგლ-მიქსი) შეტანილია საფრანგეთის ალპებში გასამართი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში

27 ივლისი 2026

სინქრონული ციგურაობა 2030 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შევიდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, სინქრონული ციგურაობა საფრანგეთის ალპებში გასამართი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ოფიციალური პროგრამის ნაწილი გახდა. ტურნირზე თითოეული გუნდი 9 მოციგურავის შემადგენლობით იასპარეზებს (Synchro9)

22 ივლისი 2026

ქალაქ ონში ოლიმპიური ჩემპიონის, დავით გობეჯიშვილის სახელობის თავისუფალი ჭიდაობის 20-წლამდელთა ტრადიციული ტურნირი გაიმართა

ქალაქ ონმა თავისუფალ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის ოლიმპიური ჩემპიონის დავით გობეჯიშვილის სახელობის ტრადიციულ ტურნირს უმასპინძლა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გამართულ შეჯიბრებაში საქართველოს ყველა რეგიონიდან 100-ზე მეტმა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონები და პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ

21 ივლისი 2026

სკი ალპინიზმი 2030 წლის ოლიმპიური თამაშების პროგრამაში დამტკიცდა

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სესიამ სკი ალპინიზმი 2030 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე დამატებით სპორტის სახეობად დაამტკიცა