ახალი ამბები

24 იანვარი 2020

ალინა ურუშაძე ფინალში მე-12 შედეგით გავიდა

ფიგურულ ციგურაობაში გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქალთა ერთეულთა თანრიგში საქართველოს ალინა ურუშაძე წარმოადგენს. ქართველმა მოციგურავემ დღეს მოკლე პროგრამაში იასპარეზა და 37 მონაწილეს შორის 59.56 ქულით მე-12 საფეხური დაიკავა

24 იანვარი 2020

პარალიმპიურ კომიტეტს მომდევნო 4 წლის ვადით რატი იონათამიშვილი უხელმძღვანელებს

დღეს სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში" გაიმართა საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის ყრილობა, რომლის დღის წესრიგს პარალიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტის, გამგეობის ახალი წევრების, პირველი ვიცე-პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტის და გენერალური მდივნის არჩევა წარმოადგენდა

24 იანვარი 2020

მორის ყვითელაშილმა ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ევროპის ჩემპიონატის პირველი მედალი მოუპოვა

ავსტრიის გრაცში ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა, პირველად ვაჟთა ასპარეზობათა ისტორიაში, მედალი მოიპოვა

23 იანვარი 2020

ლოზანა-2020 ისტორიული და სარეკორდო აღმოჩნდა

დასრულდა ლოზანის ზამთრის მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელმაც ლილეჰამერის (2016) და ინსბრუკის (2012) ამავე რანგის ასპარეზობათა რეკორდები დაამხო

22 იანვარი 2020

AIBA-ს შესაძლოა სახელი შეეცვალოს

კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელის მოჰამედ მუსტასანეს განცხადებით, ასოციაციისადმი დამოკიდებულების შესაცვლელად, შესაძლოა, AIBA-მ სახელი შეიცვალოს

21 იანვარი 2020

ტოკიო-2020-ის ბილეთების დიზაინში იაპონიის კულტურაა ასახული

ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიურ ასპარეზობათა ბილეთების დიზაინის 59 ვარიანტი წარმოადგინა

20 იანვარი 2020

სასამართლომ რიოს ოლიმპიური პარკის დახურვა გადაწყვიტა

რიო დე ჟანეიროს სასამართლომ ოლიმპიური პარკის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ოლიმპიურ პარკში განთავსებულია საწყლოსნო კომპლექსი, საჩოგბურთო კორტები, ველოდრომი და სამი მრავალფუნქციური არენა, სადაც ტარდებოდა ოლიმპიური ასპარეზობები, მათ შორის - ფარიკაობაში, ხელბურთში, კალათბურთში, ძიუდოსა და ჭიდაობაში

19 იანვარი 2020

საქართველომ ლოზანაში ასპარეზობა ტრამპლინიდან ხტომით დაასრულა

ლოზანის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების მეათე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების ბოლო წარმომადგენელმა, ტრამპლინიდან მხტომელმა ესმერალდა გობოზოვამ იასპარეზა

18 იანვარი 2020

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენის ტიტული ექვსივე მსოფლიოს ჩემპიონს მიენიჭა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - წლის სპორტსმენი

18 იანვარი 2020

IOC და IPC WADA-ს და RUSADA-ს დავაში ჩაებნენ

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) და საერთაშორისო პარალიმპურმა კომიტეტმა (IPC) სპორტის საარბირტაჟო სასამართლოს (CAS) უწყება გაგზავნეს მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოსა (WADA) და რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს (RUSADA) შორის დავაში მონაწილეობაზე