ახალი ამბები

10 მარტი 2025

გიორგი ჯაბნიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ავსტრიის გრან პრი მოიგეს

ძიუდოში ავსტრიის გრან პრის დასკვნით დღეს მედლები გათამაშდა სამ - 90, 100 და +100 კილოგრამ წონით კატეგორიებში, აქედან ორში მედლები მოიპოვა საქართველოს ნაკრებმა

07 მარტი 2025

მარიამ აბრამიშვილმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ოქროს მედლით დახურა

ტყვიის სროლაში ოსიეკის (ხორვატია) ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მონაგარი მეოთხე ოქროს მედლით შეივსო

06 მარტი 2025

თამარ ბალავაძის წიგნის - ,, ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია" პრეზენტაცია

საქართველოს ოლიმპიურ მუზეუმში გაიმართა დამსახურებული სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნის - ,,ერთი ჩემპიონი ქალის ისტორია" - პრეზენტაცია

05 მარტი 2025

ახალგაზრდა ტყვიის მსროლელებმა საქართველოს ჰიმნი ორჯერ ააჟღერეს

ოსიეკის (ხორვატია) ტყვიის მსროლელთა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღეს ორჯერ აჟღერდა საქართველოს ჰიმნი - 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში  გუნდური (ტრიო) ჩემპიონობა მოიპოვეს გოგონათა და ვაჟთა ნაკრებებმა

04 მარტი 2025

ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ხორვატიის ქალაქ ოსიეკში, სადაც 10 მეტრზე პნევმატიკური პისტოლეტიდან სროლაში  ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს მასპინძლობდნენ, საქართველოს ნაკრებმა ოქროს და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

02 მარტი 2025

ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი იუნიორთა შორის მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ

უნგრეთის ქალაქ დებრეცენში მიმდინარე იუნიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე სპორტულ წყვილებში პირველი ადგილი დაიკავეს და 191.01 ქულით ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ ფიგურულ ციგურაობაში საქართველოს ნაკრების სპორტული წყვილი ანასტასია მეტელკინა და ლუკა ბერულავა

02 მარტი 2025

სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალურ ასამბლეას დაესწრო

გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში დასრულდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 54-ე გენერალური ასამბლეა, რომელსაც საქართველოდან ესწრებოდნენ სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი, „ბაკურიანი 2025-ის" საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელი, სეოკ-ის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი რუსუდან აფციაური და ,,ბაკურიანი 2025"-ის სხვა ხელმძღვანელი პირები

01 მარტი 2025

თომას ბახი თანამდებობას 2025 წლის ივნისში დატოვებს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა აღმასრულებელ საბჭოს IOC-ის წევრობიდან გათავისუფლების თხოვნით მიმართა. IOC-ის ცნობით, ოლიმპიური ქარტიის შესაბამისად, გადაწყვეტილება ძალაში შევა 23 ივნისს - ახალი პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის დღეს

17 თებერვალი 2025

ბაკურიანში ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დაიხურვის ცერემონია გაიმართა

16 თებერვალს ბაკურიანში დაიხურა ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი - ბაკურიანი-2025. შეჯიბრებები საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ბაკურიანსა და ბათუმში მიმდინარეობდა

14 თებერვალი 2025

საქართველო ბიათლონში და სამთო თხილამურობაში ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი

ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მეხუთე საშეჯიბრო დღეს ბიათლონსა და სამთო თხილამურობაში საქართველო ორი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი