ახალი ამბები

29 მარტი 2018

29 მარტი ორი ლეგენდარული მოჭიდავის - დავით ციმაკურიძის და გივი კარტოზიას დაბადების დღეა

დავით ციმაკურიძე დაიბადა 1925 წლის  29 მარტს ფოთში. თავისუფალი სტილით მოჭიდავე (79 კგ), პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი (1952, ჰელსინკი), სსრკ შვიდგზის ჩემპიონი (1945, 46, 47, 49, 50, 51, 52), მეორე (1954) და მესამე (1948) პრიზიორი...

28 მარტი 2018

შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით გამოვიდა საქართველოს ნაკრების წევრი შოთა მიშველიძე (62 კგ). მან ატაცში მეორე შედეგი აჩვენა - 134 კგ, აკვრაში  საუკეთესო იყო -165 კგ, ორჭიდის ჯამში კი 299 კგ დაუგროვდა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა

27 მარტი 2018

ევროპის პირველ ჩემპიონატი თოვლის ფრენბურთში

23-25 მარტს ავსტრიაში თოვლის ფრენბურთში ევროპის პირველი ჩემპიონატი ჩატარდა. მისი გამარჯვებულები გახდნენ ლიტველები (ქალები) და რუსები (კაცები). უფრო ადრე,  პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე თოვლის ფრენბურთში საჩვენებელი ასპარეზობები გაიმართა

26 მარტი 2018

ტაეკვონდო: საქართველოს ნაკრების ლიდერები ახალგზრდული ოლიმპიური თამაშების საგზურისთვის იბრძოლებენ

სპორტკომპლექს „არენაში" საწვრთნელ შეკრებას გადიან ტაეკვონდოში საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრები გუნდების წევრები, რომლებსაც სპარინგპარტნიორობას უწევენ აზერბაიჯანიდან მოწვეული სპორტსმენები

26 მარტი 2018

WADA ჩინეთში დოპინგ-სისტემის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გამოიძიებას აგრძელებს

მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) ჩინეთში დოპინგ-სისტემის შესაძლო არსებობასთან დაკავშირებით გამოიძიებას აგრძელებს

26 მარტი 2018

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრების 9 მედალი ბულგარეთიდან

ბულგარეთის  დედაქალაქ  სოფიაში გამართულ  დან კოლოვისა და ნიკოლა პეტროვის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეებმა 9 მედალი მოიპოვეს -1 ოქრო, 3 ვერცხლი და 5 ბრინჯაო

24 მარტი 2018

თომას ბახი: IOC-თვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი მნიშვნელოვანია

ჟენევაში, საერთაშორისო ურთიერთობათა ფორუმზე გამოსვლისას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოლიმპიური თამაშებისთვის პოლიტიკური ნეიტრალიტეტი

23 მარტი 2018

WADA საერთაშორისო სპორტულ ფედერაციებს ემუქრება

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ (WADA) მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემთა ბაზის შესწავლისას აღმოაჩინა რუსი სპორტსმენების მხრიდან ანტისადოპინგო წესების 60-ზე მეტი დარღვევა

23 მარტი 2018

სეოკ-ში ჩატარდა სპორტის მენეჯმენტის უმაღლესი კურსების (ASMC) მეორე სემინარი

სემინარის მონაწილეებს მიესალმა სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი. სემინარის პირველი ნაწილი დაეთმო მონაწილეთა პრეზენტაციებს MOSO-ს (Managing Olympic Sport Organizations) სახელმძღვანელოში წარმოდგენილ თემებზე

23 მარტი 2018

ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი - რაფაელ ჩიმიშკიანი იუბილარია

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი დაბადების დღეს ულოცავს  სახელოვან ძალოსანს რაფაელ ჩიმიშკიანს