ახალი ამბები

16 იანვარი 2012

ტატიშვილი ვოზნიაცკის წინააღმდეგ

ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში წარმატებული გამოდგა ქართველი ჩოგბურთელის ანა ტატიშვილის დებიუტი, რომელსაც ამჟამად რეიტინგში 86-ე პოზიცია უჭირავს.

13 იანვარი 2012

2012 წლის პირველი მერცხალი ლუბა გოლოვინაა

გასული წელი ქართველმა სპორტსმენებმა ათი ოლიმპიური ლიცენზიით ჩაამთავრეს, მიმდინარე წელს კი ,,ლონდონი 2012" წლის სალიცენზიო ფერხულში პირველი ბატუტზე მხტომელი ლუბა გოლოვინა ჩააერთო და წარმატებითაც. შეგახსენებთ რომ გოლოვინა 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ ტამაშებშიც მონაწილეობდა, სადაც საკმაოდ დამაჯერებლად იასპარეზა და 6-ე ადგილზე გავიდა.

10 იანვარი 2012

სპორტკომპლექსი „არენა“ ოფიციალურად გაიხსნა

10 იანვარს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილმა ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტ - დავით გობეჯიშვილი ერთად სპორტკომპლექსი „არენა" ოფიციალურად გახსნა. სპორტკომპლექს არენაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2011 წელს დაიწყო.

09 იანვარი 2012

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის რჩეულნი 2011 წლის სხვადასხვა ნომინაციებში

1. საუკეთესო სპორტსმენი - ქრისტინე ესებუა (მშვილდოსნობა) 2. საუკეთესო მწვრთნელები - ზაზა თურმანიძე (თავისუფალი ჭიდაობა)ან ჰეიუნგ სეიუნგი (მშვილდოსნობა) 3. საუკეთესო ჟურნალისტი - ელენე ბილიხოძე (საზოგადოებრივირადიო)

09 იანვარი 2012

სპორტული სეზონი ინსბრუკში იხსნება

2012 წლის სპორტული სეზონი ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებით იხსნება, რომელსაც 13-22 იანვარს ავსტრიის ქალაქი ინსბრუკი უმასპინძლებს.

29 დეკემბერი 2011

სპორტული მედიცინის ასოციაციამ 2011 წელი შეაჯამა

წლის ბოლოს ტრადიციული შემაჯამებელი სხდომა გამართა სპორტული მედიცინის ასოციაციამ, სადაც სხვადასხვა მნიშვნელოვან და საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელეს.

27 დეკემბერი 2011

თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ახალი ლოგოსა და სლოგანის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა

დღეს თბილისის 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ახალი ლოგოსა და სლოგანის დიზაინის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა. როგორც პრესკონფერენციაზე „თბილისი 2015"-ის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლებმა განმარტეს საჭიროდ მიიჩნიეს ძველი ლოგოს, რომლითაც შარშან ბელგრადში გამართულ არჩევნებში გავიმარჯვეთ ახლით შეცვლილიყო.

19 დეკემბერი 2011

ლევან ჟორჟოლიანის 120 სარეიტინგო ქულა

ჩინეთის ქალაქ ქინგდაოში ჩატარებულ დიდ პრიზზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრმა ლევან ჟორჟოლიანმა (100 კგ) ჩინეტში ამ უქმეებზე გამართულ დიდ პრიზზე ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და ვერცხლის მედალთან ერთად 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა. ამით მან იანვარში, უპრესტიჟულეს საერთაშორისო ტურნირზე - მსოფლიოს მასტერსზე ჭიდაობა გაინაღდა.

14 დეკემბერი 2011

საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა 2011 წელი შეაჯამა

დღეს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობამ სეოკ-ის შტაბ-ბინაში გამართულ ყოველწლიურ საანგარიშო სესიაზე 2011 წლის მუშაობის შედეგები შეაჯამა.

13 დეკემბერი 2011

სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ

ოთხშაბათს, 14 დეკემბერს 13:00 საათზე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში (მისამართი, მაჩაბლის # 11) გაიმართება სეოკ-ის ყოველწლიური შემაჯამებელი საანგარიშო სესია.