ახალი ამბები

27 ივნისი 2024

ჩვენი მილოცვა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი გულითადად ულოცავს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს  და სრულიად საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებულ ისტორიულ მიღწევას - ჯგუფური ეტაპის გამარჯვებით დასრულებას და მერვედფინალში გასვლას

23 ივნისი 2024

23 ივნისი - საერთაშორისო ოლიმპიური დღე

23 ივნისი საერთაშორისო ოლიმპიური დღეა, რომელიც აღინიშნება 1948 წლიდან, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნების თარიღთან დაკავშირებით. მასობრივ ღონისძიებებში, რომლებიც სოკ-ის და მისი პრეზიდენტის - თომას ბახის პატრონაჟით იმართება, მსოფლიოს 200-ზე მეტი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე მონაწილეობს

23 ივნისი 2024

ოლიმპიური ჩემპიონი ვახტანგ ბლაგიძე იუბილარია

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი საუკეთესო სურვილებით დაბადების 70 წლის საიუბილეო თარიღს ულოცავს ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს (1980), მსოფლიოს ორგზის (1978, 81), ევროპის ორგზის (1978, 80), სსრკ (1981) და მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონს (1977), მრავალ საერთაშორისო ტურნირში გამარჯვებულს, სსრკ სპორტის დამსახურებულ ოსტატს, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, ვახტანგ გორგასლის II ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერს - ვახტანგ ბლაგიძეს

22 ივნისი 2024

სეოკ-ის სამძიმარი

სართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ოლიმპიური თამაშების ორგზის პრიზიორის, სახელოვანი ქართველი მოფარიკავის გურამ კოსტავას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს, ახლობლებს და სპორტულ საზოგადოებას

22 ივნისი 2024

საფრანგეთი პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიამდე უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

პარიზის XXXIII ოლიმპიური თამაშებზე შესაძლო თავდასხმის მუქარის საპასუხოდ, საფრანგეთის ხელისუფლებამ ოთხწლეულის უმთავრესი ასპარეზობის გახსნის ცერემონიამდე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა

16 ივნისი 2024

ბადრი ყაველაშვილმა კაიაკით ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

კანოე-კაიაკიში უნგრეთის სეგედში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მედალი მოიპოვა. ამჯერად წარმატებას ბადრი ყაველაშვილმა მიაღწია

14 ივნისი 2024

ზაზა ნადირაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

სეგედში (უნგრეთი) კანოე-კაიაკიში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა. წარმატებას მიაღწია ჩვენი გუნდის ყველაზე გამოცდილმა წევრმა, ევროპის ჩემპიონატების სამივე ხარისხის მედლის მფლობელმა, ევროპული თამაშების ვერცხლის და მსოფლიო ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს მედალოსანმა ზაზა ნადირაძემ  

14 ივნისი 2024

IOC პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ათლეტთა კიბერუსაფრთხოებას უზრუნველყოფს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი (IOC) პარიზის ოლიმპიური თამაშების მსვლელობისას კიბერსივრცეში სპორტსმენთა უსაფრთხოებაზე იზრუნებს

14 ივნისი 2024

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლო პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დროებით ოფისებს გახსნის

სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოს (CAS) პარიზში, ოლიმპიური თამაშებზე იურიდიული და ანტისადოპინგო საკითხების გადასაჭრელად ორი დროებითი ოფისის გახსნას გეგმავს

07 ივნისი 2024

ევროპის ოლიმპიური კომიტეტების გენერალური ასამბლეა

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 53-ე გენერალური ასამბლეა