ამსტერდამი 1928
25 ივნისი 2012
1928, 17 მაისი - 12 აგვისტო ამსტერდამი, ჰოლანდია
სხვა კანდიდატი: ლოს-ანჯელესი
მონაწილეობდა 46 ქვეყნის 2 883 სპორტსმენი (მათ შორის 277 ქალი).
სპორტის სახეობა -14
მედლების კომპლექტი - 109
თამაშები ოფიციალურად გახსნა პრინცმა ჰენდრიკმა.
ათლეტთა სახელით ოლიმპიური ფიცი დადო ჰარი დენისმა (ჰოლანდია, ფეხ-ბურთი).
ოლიმპიადის გმირი: ლუსიენ გოდენი (საფრანგეთი).
ამ სათავე დაედო ოლიმპიური ცეცხლის ტრადიციას. წმინდა ცეცხლი სა-ბერძნეთიდან ჰოლანდიაში ჩაიტანეს და მთელი ასპარეზობის განმავლობაში ამს-ტერდამის სტადიონზე გიზგიზებდა. ამსტერდამს ამ ოლიმპიადის მასპინძლობას არავინ შესცილებია - მისმა ერთადერთმა მეტოქემ, ლოს-ანჯელესმა კენჭისყრამდე მოხსნა თავისი კანდიდატურა.
ოლიმპიადა ჰოლანდიის დედოფალს ვილჰელმინას უნდა გაეხსნა, მაგრამ იგი საორგანიზაციო კომიტეტზე განაწყენდა და ეს მისია მისმა მეუღლემ, პრინცმა ჰენდრიკმა შეასრულა. სარბიელზე გამოვიდა 46 ქვეყნის 3014 სპორტსმენი. მათ შორის 290 ქალი იყო. ამდენ ქალს ოლიმპიურ თამაშებში არასოდეს უასპარეზია. ანტიკურ საბერძნეთში ქალებს მოკვდინების მუქარით არათუ მონაწილეობა, ოლიმპიადაზე დასწრებაც კი ეკრძალებოდათ. პიერ დე კუბერტენი, როგორც ან-ტიკური ტრადიციების ფხიზელი დამცველი, სასტიკი წინააღმდეგი იყო თამაშების პროგრამაში ქალთა შეჯიბრებების შეტანისა. თუ 1928 წლამდე ქალები მაინც გამო-დიოდნენ ამ ზოგიერთ სახეობაში (მშვილდოსნობა, ჩოგბურთი, კრიკეტი, ცურვა, წყალში ხტომა), ეს კუბერტენის ნების საწინააღმდეგოდ ხდებოდა. მაგრამ 1925 წელს კუბერტენი გადადგა და სოკ-ის პრეზიდენტის სავარძელი ბელგიელმა დიპ-ლომატმა, გრაფმა ანრი დე ბაიე-ლატურმა დაიკავა. არამცთუ ნება დართო, ურჩია კიდეც ორგანიზატორებს, პროგრამაში შეეტანათ ქალთა შეჯიბრებები. ამიტომაც არის, რომ სპორტის ისტორიკოსები ამსტერდამის ოლიმპიადაზე საუბრისას განსა-კუთრებულ ყურადღებას სწორედ ქალთა გამოსვლებს უთმობენ. ამსტერდამში ქა-ლებმა დაადასტურეს, რომ მათაც შეუძლიათ საკმაოდ მაღალი შედეგები აჩვენონ. წინა თამაშების ჩემპიონმა, ამერიკელმა მოცურავემ მარტა ნორელიუსმა ამსტერ-დამში კიდევ ორი ოქროს მედალი მოიპოვა და, ამგვარად, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. ქალთა ტანვარჯიშში მხოლოდ გუნდური პირველობა გაიმართა და ჩემპიონობა ჰოლანდიელმა ქალებმა დაისაკუთრეს. ბადროს მტყორცნელმა გა-ლინა კონოპაცკამ პოლონელთაგან პირველმა მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის სახელი. 100 მეტრზე რბენაში გაიმარჯვა ამერიკელმა ელიზაბეთ რობინსონმა. მძლეოსან ქალთა ყველა შეჯიბრებაში მსოფლიო რეკორდი დამყარდა. კაცებს ამ სახეობაში არც ერთი რეკორდი არ გაუუმჯობესებიათ. როგორც წინა თამაშებში, ამ-სტერდამშიც ამერიკელმა და ფინელმა მძლეოსნებმა იმარჯვეს: ამერიკელებმა მოიპოვეს 9 ოქროს, 8 ვერცხლისა და 8 ბრინჯაოს, ფინელებმა - 5 ოქროსი, 5 ვერც-ხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი. თავის მესამე ოლიმპიადაზე ლეგენდარულ პაავო ნურმის ერთი ოქროს მედალი ხვდა. ნურმიმ კიდევ ორი ვერცხლის მედალი და-იმსახურა - კროსში 3000 მეტრზე და 5000 მეტრზე რბენაში და ამით დაასრულა თავისი სახელოვანი ოლიმპიური კარიერა. საფრანგეთს მოულოდნელი გამარჯვება მოუტანა ტანდაბალმა ალჟირელმა მოჰამედ ელ უაფიმ, რომელმაც მარათონში ყველას აჯობა. ცურვაში კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს ძველი მეტოქეები: ამერიკე-ლი ჯონ ვაისმიულერი, შვედი არნე ბორგი და ავსტრალიელი ენდრიუ ჩარლტონი. ისევე როგორც წინა თამაშებში, გამარჯვება აქაც ვაისმიულერს დარჩა. მან ორჯერ აიღო სტარტი (100 მ და ესტაფეტა 4X200 მ) და ორი ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ჯონ ვაისმიულერმა ცურვა 11 წლის ასაკში ისწავლა პატარა მდინარეზე, ექიმის რჩევით, მოგვიანებით კი საცურაო აუზში გადაინაცვლა. აქ იგი შეამჩნია ამერიკის ოლიმპიური გუნდის მწვრთნელმა უილიამ ბაჰრაჰმა და თავისთან მიიწვია. ვაის-მიულერი, მომავალი ტარზანი, იყო პირველი მოცურავე მსოფლიოში ვინც კლასიკური 100-მეტრიანი დისტანცია წუთზე ნაკლებ დროში (58,6 წამი) დაფარა და მთელი 10 წლის განმავლობაში ეს რეკორდი ვერავინ გააუმჯობესა.
ლუსიენ გოდენი, რომელსაც XX საუკუნის საუკეთესო მოფარიკავედ მიიჩნევდნენ, როგორც იქნა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა პირად შეჯიბრებაში. 1905 წელს 19 წლის გოდენმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო, მაგრამ 1908 წლის თამაშებ-ზე სხვა სპორტსმენი - გასტონ ალიბერი გაუშვეს. 1912 წელს, ოლიმპიადის წინ იგი საუკეთესო ფორმაში იყო, მაგრამ ფრანგმა მოფარიკავეებმა პრინციპული მოსაზრე-ბებით უარი თქვეს თამაშებში მონაწილეობაზე. 1916 წელს პირველი მსოფლიო ომის გამო ოლიმპიადა არ გამართულა და ლუსიენ გოდენმა კიდევ ერთი შანსი დაკარგა. 1920 წელს მან ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა გუნდურ შეჯიბრებებში რაპირითა და ხმლით, მაგრამ პირად პირველობაში კვლავ უოქროსმედლოდ დარჩა, რადგან პირველივე ორთაბრძოლისას ხელში დაჭრა ამერიკელმა რაპირისტმა და გოდენმა ვერ შეძლო სრული ძალით ეასპარეზა. 1924 წელს საფრანგეთის გუნ-დი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა როგორც რაპირით, ისე დაშნით ფარიკაობაში. გო-დენმა, რომელიც ორივე გუნდის ლიდერი იყო, 22 ბრძოლა ჩაატარა და ყველა მო-იგო, ხოლო მის 110 ჩხვლეტას მეტოქეებმა მხოლოდ 21-ით უპასუხეს. მეორე დღეს, პირადი შეჯიბრების დაწყებამდე, გოდენმა, რომელიც ცაცია იყო, მარცხენა ხელში მწვავე ტკივილი იგრძნო და ბრძოლაში ვერ ჩაება. და აი, 1928 წელს მან დაამტკი-ცა, რომ მართლაც საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მოფარიკავე იყო: მოიგო პირა-დი შეჯიბრებები რაპირითა და დაშნით ფარიკაობაში.
ამსტერდამის ოლიმპიადაზე შემოიღეს ძალოსანთა ტურნირებისთვის შემდეგში უკვე კლასიკურად ქცეული სამჭიდი - აკვრა, აჭიმვა და ატაცი. ძალოსნები ხუთ წონით კატეგორიაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს. ორი ოქროს მედალი გერმანიას ხვდა, თითო - ავსტრიას, საფრანგეთსა და ეგვიპტეს. ცხენოსნობაში ორი ოქროს მე-დალი მოიპოვა ჰოლანდიელმა ფერდინანდ პაჰიუდ დე მორტანჟმა, რომელმაც მოიგო სამჭიდელთა პირადი და გუნდური შეჯიბრებები.
თავისუფალ ჭიდაობაში ევროპელებმა დაჯაბნეს ამერიკელები, რომლებმაც ერთადერთი ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს. შვედებმა და ფინელებმა ორ-ორი ოქროს მედალი დაისაკუთრეს, თითო ოქროს ჯილდო ხვდათ ესტონეთისა და შვე-იცარიის მოჭიდავეებს. ევროპელმა სპორსტმენებმა ერთადერთი ოქროს მედალი გა-უშვეს ხელიდან ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც. აქ ექვს წონით კატეგორიაში ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ გერმანელი, ესტონელი, უნგრელი, ფინელი, ეგ-ვიპტელი და შვედი ფალავნები. ხუთჭიდში აშკარა იყო შვედების უპირატესობა. I ადგილი დაიკავა სვენ ტოფელტმა, II - ბო ლინდმანმა.
ამსტერდამში მოეწყო ინ-დოელ ბალახის ჰოკეისტთა დებიუტი, რომლებიც მას შემდეგ 1960 წლამდე დაუ-მარცხებლად გამოდიოდნენ ოლიმპიურ ტურნირებში. ინდოელებმა 5 მოგებით შორს ჩამოიტოვეს ჰოლანდიისა (II ადგილი) და გერმანიის (III ადგილი) გუნდები, რომლებმაც სულ 2-2 შეხვედრაში გაიმარჯვეს. ფეხბურთელთა ოლიმპიური ტურნი-რის ფინალი სამხრეთამერიკული იყო: ურუგვაი-არგენტინა. ეს მატჩი ფრედ - 1:1 დასრულდა, დამატებითი მატჩში კი ურუგვაელებმა გაიმარჯვეს ანგარიშით 2:1 და თავიანთი ტიტული დაიცვეს.