ერთი ჩემპიონის ისტორია

ბერლინი 1936

25 ივნისი 2012

ბერლინის XI ოლიმპიური თამაშები, 1936, 1-16 აგვისტო. ბერლინი, გერმანია.

სხვა კანდიდატები:

  • ბარსელონა
  • ბუდაპეშტი
  • რომი

სპორტის სახეობათა რაოდენობა: 19
მედლების კომპლექტი: 129

მონაწილეობდა 49 ქვეყნის 4066 სპორტსმენი (მათ შორის 328 ქალი)

თამაშები გახსნა გერმანიის კანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა

ათლეტთა სახელით ფიცი დადო რუდოლფ ისმაირმა (ძალოსნობა).

ოლიმპიადის გმირი:ჯესი ოუენსი (აშშ).

მორიგი ოლიმპიადის ჩატარების ადგილი 1931 წლის 25 აპრილს უნდა დადგენილიყო ბარსელონაში, მაგრამ, ვინაიდან საერთაშორისო ოლიმპიუ-რი კომიტეტის 64 წევრიდან სოკის სესიას ხმის უფლების მქონე მხოლოდ 20 წევრი დაესწრო, გადაწყდა, კენჭისყრა ფოსტით ჩაეტარებინათ. კონვერ-ტები 13 მაისს გაიხსნა და აღმოჩნდა, რომ 59 ხმოსნიდან ბერლინის კან-დიდატურას 43 მომხრე ჰყავდა, ბარსელონისას _ 16. გერმანიის ხელი-სუფლებამ ოლიმპიურ თამაშებში არიული რასის ფიზიკური სრულყო-ფილების დემონსტრირებისა და ახალი წესრიგის პროპაგანდის შესაძლებ-ლობა დაინახა. მოგვიანებით მილიტარისტული და რევანშისტულად განწყობილი გერმანიის ოლიმპიური ამბიცია ფართო მსჯელობის საგნად იქცა. 1934 წლის მაისში ათენში საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მორიგ სესიაზე დაისვა ბერლინის კანდიდატურის მიზანშეწონილობის საკითხი. სოკმა შეიქმნა სპეციალური კომისია ამერიკელი ევერი ბრენდე-ჯის ხელმძღვანელობით, რომელსაც დეტალურად უნდა შეესწავლა ვითა-რება და ყველაფერი სოკის აღმასკომისთვის მოეხსენებინა. ბრენდეჯის კო-მისია თავის დასკვნაში ამტკიცებდა, რომ გერმანიას აქვს სურვილი, შესაძ-ლებლობა და ძალა, არ უღალატოს ოლიმპიურ იდეალებს და თამაშებს ღირსეულად უმასპინძლოს. ამ წინდაუხედავმა და ზედაპირულმა მოხსე-ნებამ გადაწყვიტა ოლიმპიადის ბერლინში ჩატარების საკითხი, მაგრამ საპროტესტო განწყობილება არ განელებულა. ბრენდეჯის თანამემამულეებ-მა, ამერიკელებმა შექმნეს ოლიმპიადის ბერლინიდან ნიუ-იორკში გადატა-ნისთვის მებრძოლი საბჭო, რომელშიც ქვეყნის არაერთი ცნობილი პოლი-ტიკური და საზოგადო მოღვაწე, ხელოვანი, მწერალი და ჟურნალისტი გა-ერთიანდა. 1936 წელს პარიზში მოეწყო ოლიმპიური იდეალების დაცვის მომხრეთა საგანგებო კონფერენცია, რომელზეც მსოფლიოს მრავალი ქვეყ-ნის დელეგატთა მოთხოვნით (მათ შორის იყო ცნობილი გერმანელი მწე-რალი ჰაინრიხ მანი), ბერლინს უარი ეთქვა თამაშების მასპინძლობაზე ბარსელონის "სახალხო ოლიმპიადის" საარგებლოდ. მსოფლიო საზოგადო-ებრიობის არგუმენტებმა ვერ გადასწონა საერთაშორისო ოლიმპიური კო-მიტეტის საბოლოო და ლეგიტიმური გადაწყვეტილება, მით უმეტეს, რომ ბარსელონის კანდიდატურა ეჭვქვეშ დადგა ესპანეთში მომხდარი ფაშის-ტური გადატრიელების გამო.

სოკის გერმანელმა წევრმა, თეოდორ ლიუვალდმა ოლიმპიადის საორ-განიზაციო კომიტეტს შესთავაზა ოლიმპიური ცეცხლი ანტიკურ ოლიმპია-ში დაენთოთ და ჩირაღდანი მთელი ევროპის გავლით ბერლინში ჩაეტანათ. ლიუვალდის ამ წინადადებას ერთხმად დაუჭირეს მხარი და1936 წლის 20 ივლისს ანტიკურ ოლიმპიაში მზის სხივებისაგან ოლიმ-პიური ცეცხლი აინთო. ცეცხლი გერმანიის დედაქალაქში 9 აგვისტოს ჩაი-ტანეს და იმავე დღეს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ააბრიალეს. პირველი მეჩირაღდნე იყო ბერძენი კონსტანტინოს კონდილისი, ბოლო ეტაპზე კი ოლიმპიური ჩირაღდანი გერმანელმა ფრიც შილგენმა ატარა.

100-ათასიანი სტადიონი, რომლის ლოჟაშიც ისხდნენ სოკის პრეზიდენტი ანრი დე ბაიე-ლატური, ადოლფ ჰიტლერი, გერმანიის რაი-ხის თავკაცები და ოლიმპიადის სხვა საპატიო სტუმრები, გერმანელი არ-ქიტექტორის ვერნერ მარხის პროექტით აიგო ძალზე მოკლე დროში. მისივე პროექტით ოლიმპიადისათვის საგანგებოდ აიგო აგრეთვე საცურაო აუზი, ჰოკეის მოედანი და სპორტული დარბაზი. ვერნერ მარხს ამ პროექ-ტისთვის ბერლინის ოლიმპიადის ხელოვნების კონკურსში ოქროსა და ვერცხლის მედლები მიენიჭა (ოქროსი _ ქალაქმშენებლობის ნომინაციაში, ვერცხლისა _ არქიტექტურაში).

ოლიმპიადა გახსნა გერმანიის კანცლერმა ადოლფ ჰიტლერმა. გერმანიაში ჩასულ 47 ქვეყნის დელეგაციას შორის იყვნენ ამერიკის შერ-თებული შტატებისა და საფრანგეთის გუნდებიც, თუმცა ეს ქვეყნები ადრე ყველაზე აქტიურად უჭერდნენ მხარს ბიოკოტს. ერთადერთი ქვეყანა, რო-მელმაც ბოლომდე უერთგულა თავის პრინციპებს, ესპანეთი იყო. ესპანე-ლი სპორტსმენები ბერლინში ჩავიდნენ, მაგრამ მხოლოდ იმ მიზნით, რომ ოლიმპიადის გახსნის დღეს დემონსტრაციულად დაეტოვებინათ გერმანი-ის დედაქალაქი.

ორგანიზატორებმა ყველაფერი იღონეს, რომ ოლიმპიადა რასისტული მოძღვრების ძლევამოსილების ილუსტრაციად ექციათ. გერმანელებმა ყველას აჯობეს არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში, მაგრამ ბერლინის თამაშების გმირად შავკანიანი ამერიკელი სპორტსმენი ჯესი ოუენსი იქცა. ოუენსმა 4 ოქროს მედალი მოიპოვა მთავარ ოლიმპიურ სახეობაში _ მძლეოსნობაში და ფაქტობრივად მარტოდმარტომ დაამარცხა არიელ მძლე-ოსანთა მთელი გუნდი. მან ყველას აჯობა 100 მეტრზე რბენაში (წინასწარ გარბენში მსოფლიო რეკორდი დაამყარა), მერე ოლიმპიური რეკორდებით გაიმარჯვა 200 მეტრზე რბენასა და სიგრძეზე ხტომაში,ბოლოს კი თანა-გუნდელებთან ერთად მოიგო ესტაფეტა 4X100 მ. ბერლინის თამაშების პროგრამაში შეიტანეს სამი ახალი სახეობა-კაცთა კალათბურთი, ხელბურთი და ბაიდარებით ნიჩბოსნობა. კალათბურთში ამერიკელებმა გა-იმარჯვეს, ხელბურთსა და ნიჩბოსნობაში _ გერმანელებმა. ბერლინში 3-3 ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვეს: გერმანელმა ტანმოვარჯიშებმა კონ-რად ფრეიმ და ალფრედ შვარცმანმა, ფრანგმა ველოსიპედისტმა რობერ შარპანტიემ და ჰოლანდიელმა მოცურავემ ჰენდრიკა მასტერბრუკმა. ლოს-ანჯელესში მოპოვებულ 2-2 ოქროს მედალს ბერლინში მესამე დაუმატა შვედმა მოჭიდავემ ივარ იუჰანსონმა, რომელმაც ამჯერად მხოლოდ ბერძნულ-რომაული სტილით ასპარეზობაში გაიმარჯვა. მისი ადრინდელი წარმატება გაიმეორა ესტონელმა ფალავანმა კრისტიან პალუსალუმ: ოქროს მედლები მოიგო როგორც თავისუფალ, ისე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

ბერლინში რამდენადმე აღიდგინეს ლოს-ანჯელესში დაკარგული პოზი-ციები ფინელმა სტაიერებმა: 10000 მეტრზე საპატიო კვარცხლბეკის სამივე საფეხური სწორედ ამ ქვეყნის წარმომადგენლებს ეკავათ, ოლიმპიური ჩემ-პიონი კი "მფრინავ ფინელად" წოდებული ილმარი სალმინენი გახდა. სტიპლჩეიზი 3000 მეტრზე მოიგო ვოლმარი ისო-ჰოლომ. 65,5 კგ წონის ძა-ლოსანთა ტურნირში ეგვიპტელმა ანვარ მოჰამედ ესბაჰმა და ავსტრიელმა რობერტ ფაინმა სამჭიდის ჯამში ერთნაირი წონა დაძლიეს _ 342,5 კილოგ-რამი; მათი პირადი წონაც ზუსტად ერთნაირი აღმოაჩნდა და ორგანიზა-ტორები იძულებული გახდნენ, ორივე ოქროს მედლით დაეჯილდოებინათ. უნგრელმა წყალბურთელმა ოლივერ ჰალასიმ, რომელსაც ცალი ფეხი მუხლს ქვემოთ ამპუტირებული ჰქონდა, წინა თამაშებზე მოპოვებულ ოქროსა და ვერცხლის მედლებს კიდევ ერთი ოლიმპიური ოქროს მედალი მიუმატა. ინგლისელმა ნიჩბოსანმა ჯეკ ბერესფორდმა ზედიზედ მეხუთე ოქროს მედალი მოიპოვა. 13 წლის ამერიკელმა მარჯორი გესტინგმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან წყალში ხტომა მოიგო და ქალთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მასზე ერთი წლით უმცროსმა დანიელმა სპორტსმენმა ინგე სორენსენმა 200 მეტრზე გულაღმა ცურვაში ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, რამაც იგი ინდივიდუალურ სახეობებში ყველაზე ახალგაზრდა ოლიმპიურ მედალოსნად აქცია.

ბერლინის თამაშებს მაყურებელთა მანამდე არნახული რაოდენობა-4 მილიონამდე კაცი დაესწრო. ოლიმპიადაზე მუშაობდნენ 41 ქვეყნის რადი-ორეპორტიორები და მათ მიერ გადაცემული ინფორმაცია ყოველდღიურად კიდევ რამდენიმე მილიონ ადამიანს მიეწოდებოდა. გარდა ამისა, ბერლი-ნის ოლიმპიადა იყო პირველი სპორტული ასპარეზობა, საიდანაც ტელე-რეპორტაჟი გადაიცა. ცნობილი გერმანელი მსახიობისა და კინორეჟისორის ლენი რიფენშტალის (1902-2003) დილოგია "ოლიმპია", რომელიც ორი ფილმისგან ("ხალხთა დღესასწაული" და "მშვენიერების დღესასწაული") შედგება და ბერლინის თამაშებს ეძრვნება, მსოფლიოს დოკუმენტური კი-ნოს ოქროს ფონდშია შესული.