ერთი ჩემპიონის ისტორია

კორტინა დ`ამპეცო 1956

25 ივნისი 2012

VII ზამთრის  ოლიმპიური თამაშები 1956, 26იანვარი - 5 თებერვალი. კორტინა - დამპეცო, იტალია   

სხვა კანდიდატები:

  • კოლორადო სპრინგსი
  • ლეიკ -პლესედი
  • მონრეალი

 

სპორტის სახეობათა რაოდენობა : 4

მედლების კომპლექტი :24

მონაწილეობდა 30 ქვეყნის 821 სპორტსმენი (მათ შორის 134 ქალი)

თამაშები გახსნა:  ჯოვანი გრონჩი - იტალიის პრეზიდენტი  

 

კორტინა დ'ამპეცოს ზამთრის VII ოლიმპიური თამაშები. 1956. იტალიის ზამთრის პატარა საკურორტო ქალაქმა კორტინა დ'ამპეცომ, რომელმაც ზედიზედ მეოთხედ წარადგინა თავისი კანდიდატურა ზამთრის თამაშების მასპინძლად, დიდი უპირატესობით დაამარცხა სამივე დანარჩენი კანდიდატი: მონრეალი (კანადა), კოლორადო-სრინგსი და ლეიკ-პლესიდი (აშშ). კორტინა დ'ამპეცო ადრეც არაერთხელ ყოფილა საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებების მასპინძელი -1920-30-იან წლებში აქ მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონატები გამიართა, მაგრამ ოლიმპიური თამაშებისათვის იგი საგანგებოდ მოემზადა და მთლიანად იცვალა სახე.

 

სპეციალურად 1956 წლის თამაშებისათვის აშენდა თანამედროვე სტადიონი ოთხიარუსიანი ტრიბუნებით, ახალი ტრამპლინი, რომელიც იმ დროისთვის საუკეთესო იყო მსოფლიოში და მაღალმთიანი ჩქაროსნულისაციკურაო ბილიკი, რომელიც საშუალებას აძლევდა სპორტსმენებს, მანამდე არნახული შედეგები ეჩვენებინათ. თამაშები ოფიციალურად გახსნა იტალიის პრეზიდენტმა ჯოვანი გრონჩიმ; ოლიმპიური ცეცხლი დაანთო მოციგურავე გვიდო კაროლიმ, რომელიც სარბენ ბილიკზე წაიქცა, მაგრამ ჩირაღდანი არ ჩაჰქრობია. ოლიმპიური ფიცი წარმოთქვა წინა თამაშების ბრინჯაოს პრიზიორმა სწრაფდაშვებაში ჯულიანა შენალ-მანუცომ. ის იყო პირველი ქალი როგორც ზამთრის თამაშების, ისე საერთოდ ოლიმპიადის ისტორიაში, რომელსაც ეს პატივი ხვდა წილად.

 

კორტინა დ'ამპეცოს თამაშები იყო პირველი ოლიმპიადა, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა.ზამთრის თამაშებში პირველად მონაწილეობდნენ საბჭოთა სპორტსმენები, რომლებიც თხილამურებით რბოლაში, ჩქაროსნულ ციგურაობასა და ჰოკეიში ასპარეზობდნენ. აქვე შედგა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის სპორტსმენთა დებიუტი, რომლებიც გერმენიის გაერთიანებულ გუნდში გამოდიოდნენ. ჰარი გლასის ბრინჯაოს მედალი ტრამპლინიდან ხტომაში აღმოსავლეთ გერმანელთა პირველი ოლიმპიური ჯილდო იყო.

 

აბსოლუტურ წარმატებას მიაღწია ავსტრალიელმა სამთო-მოთხილამურემ ტონი ზაილერმა, რომელმაც სამივე დისციპლინა დიდი უპირატესობით მოიგო და სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. იგი თამაშების გმირად აღიარეს. მედლების ხარისხით ვერა, მაგრამ რაოდენობით ზაილერს შვედმა მოთხილამურემ სიქსტენ იერნბერგმა აჯობა: მან 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი მიიღო ფინელმა მოთხილამურემ ვეიკო ჰაკულინენმა, 1 ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედალი - საბჭოთა მოთხილამურემ პაველ კოლჩინმა. სულ იერნბერგმა, ჰაკულინენმა და კოლჩინმა კორტინა დ'ამპეცოს სათხილამურო ტრასებზე გათამაშებული 9 ინდივიდუალური მედლიდან 7 ერთმანეთში გაინაწილეს; თითო მედალი მათ ესტაფეტაშიც მიიღეს თანაგუნდელებთან ერთად. ნორვეგიელმა ჰალგეირ ბრენდანმა წარმატებით დაიცვა წინა თამაშებში მოპოვებული ჩემპიონის ტიტული, თუმცა დისტანცია ამჯერად 15 კილომეტრი იყო 18 კმ-ის ნაცვლად.

 

ქალთა შორის 10 კილომეტრზე რბოლაში 1 და 2 ადგილები საბჭოთა მოთხილამურეებს ხვდათ. ასევე 1 და 2 ადგილები გაინაწილეს ფინელმა ტრამპლინიდან მხტომელებმაც. მათ კორტინა დ'ამპეცოში ტრამპლინიდან ხტომის ახალი, აეროდინამიკური სტილის დემონსტრირება მოახდინეს - ხელები, წინ გაშვერის ნაცვლად, გვერდებზე ჰქონდათ მიტყუპული.

 

მას შემდეგ ამ სტილმა მთლიანად შეცვალა ძველი ხერხი. ტრამპლინიდან მხტომელთა შორის იყო ზამთრის თამაშების პირველი ქართველი სპორტსმენი - კობა წაქაძე, რომელიც საბჭოთა კავშირის ღირსებას იცავდა. მან 30-ე ადგილი დაიკავა. სამთო თხილამურობაში ქალთა შორის შვეიცარიის წარმომადგენლებმა 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს, ავსტრალიელმა ქალებმა კი - 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოსი. ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ შვეიცარიელები მადლენ ბერთოდი და რენე გოლიარი, აგრეთვე გერმანელი ოსი რაიხტერი. იაპონელმა ჩიჰარუ იგაიამ ვერცხლის მედალი მიიღო სლალომში. ეს აზიის წარმომადგენელთა პირველი ოლიმპიური მედალი იყო ზამთრის თამაშებში.

 

ჩქაროსნულ ციგურაობაში, რომელიც მისურინის მოყინულ ტბაზე გაიმართა, ნორვეგიელებმა დათმეს წინა თამაშებშჳ მოპოვებული პოზიციები. აქ გათამაშებული 4 ოქროს მედლიდან ერთი (10 000 მეტრზე) შვედმა ზიგვარდ ერიქსონმა მოიპოვა, დანარჩენი კი საბჭოთა სპორტსმენებმა. ეს დანარჩენი სამის ნაცვლად ოთხი აღმოჩნდა, რადგან 1500 მეტრზე ევგენი გრიშინმა და იური მიხაილოვმა ზუსტად ერთნაირი შედეგები აჩვენეს და ორივეს ოქროს მედლები გადაეცათ. ეს გრიშინისთვის მეორე ოქროს მედალი იყო, პირველი მან 500 მეტრზე რბოლაში მოიპოვა. 5000 მეტრიანი დისტანცია ბორის შილკოვმა მოიგო. ბობსლეიში მასპინძლებმა 1 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი აიღეს, 1 ოქროსი და 1 ბრინჯაოსი - შვეიცარიელებმა.

 

ფიგურულ ციგურაობაში უნგრელთა წყვილმა (მარიანა ნადი-ლასლო ნადი) წინა თამაშებშჳ ნაჩვენები შედეგი გაიმეორა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, ჩემპიონები კი ავსტრიელები - ელიზაბეთ შვარცი და კურტ ოპელტი გახდნენ; ვერცხლის მედლები კანადელებს გადაეცათ (ფრანსის დეფო - ნორის ბოუდენი); ქალთა შორის ამერიკელმა ტენლი ოლბრაითმა გაიმარჯვა, მეორე ადგილზე მისი თანაგუნდელი კეროლ ჰეისი გავიდა; კაცებში სამივე საპრიზო ადგილი ამერიკელებს დარჩათ: პირველი იყო ჰეიეს ალან ჯენკინსკი, მეორე- რონალდ რობერტსონი, მესამი - ოლიმპიური ჩემპიონის ძმა, დევიდ ჯენკინსი. ჰოკეიში საბჭოთა კავშირის სპორტსმენებმა დაამხეს კანადელტა ჰეგემონია და ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ. საბჭოთა გუნდის კაპიტანი იყო ვსევოლოდ ბობროვი, რომელიც ოთხი წლით ადრე ჰელსინკის თამაშებში საბჭოთა კავშირის ფეხბურთელთა ნაკრებს კაპიტნობდა.

 

საქართველოს ოლიმპილთა შედეგები:

 

1.   კობა წაქაძე - ტრამპლინიდან ხტომა  90 მ -30 ადგილი,