ახალი ამბები

26 მარტი 2024

მსოფლიო რეიტინგის ლიდერმა სანდრო ბაზაძემ ოლიმპიური ლიცენზია გაინაღდა

სანდრო ბაზაძე ხმლით ფარიკაობაში საქართველოს ზედიზედ მესამედ წარადგენს ოლიმპიურ თამაშებზე, ამჯერად უკვე პარიზში, 2024 წლის ივლისში. ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირების დასრულების შემდეგ, ქართველი მოფარიკავე საერთაშორისო რეიტინგს 242 ქულით  კვლავ დამაჯერებლად ლიდერობს

25 მარტი 2024

ბატუტზე ხტომაში პარიზის ოლიმპიური თამაშებზე საქართველოც იქნება წარმოდგენილი

ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტ ქვეყანათა რიცხვს საქართველოც შეუერთდა. პარიზის საგზურის მოპოვება სამგზის ოლიმპიელმა (პეკინი-2008, ლონდონი-2012, რიო-2016), ევროპული თამაშების ვერცხლის მედალოსანმა ლუბა გოლოვინამ მსოფლიო თასის სერიებში დაგროვილი სარეიტინგო ქულებით შეძლო

24 მარტი 2024

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა თბილისის გრანდ სლემი 4 ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით დაასრულა

თბილისის გრანდ სლემის მესამე და დასკვნითი დღე საქართველოს ჰიმნით დაიხურა. გურამ თუშიშვილმა ჩემპიონობა იზეიმა. ჰიმნმა მანამდეც გაიჟღერა ლაშა ბექაურის გამარჯვების აღსანიშნავად

24 მარტი 2024

ლეგენდარულმა ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა სპორტული კარიერა დაასრულა

დღეს ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე თბილისის გრანდ სლემზე გაიმართა სახელოვანი ძიუდოისტის ვარლამ ლიპარტელიანის სპორტიდან გაცილების ცერემონია

23 მარტი 2024

ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემი მეორედ მოიგო

საქართველოს ჰიმნმა თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღესაც გაიჟღერა - ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) კარიერის მეხუთე და თბილისის გრანდ სლემის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა

22 მარტი 2024

ეთერ ლიპარტელიანმა თბილისის გრანდ სლემი მოიგო

ძიუდოს მსოფლიო კალენდარში თბილისის გრანდ სლემის ჯერიც დადგა. ამ მნიშვნელოვან ტურნირში 83 ქვეყნის 531 ძიუდოისტი მონაწილეობს. საქართველო, როგორც მასპინძელი ქვეყანა, თითოეულ წონაში ოთხ-ოთხი ძიუდოისტით არის წარმოდგენილი

21 მარტი 2024

გურამ საღარაძე - 85

85 წელი შეუსრულდა თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს და ევროპის ჩემპიონს, ლეგენდარულ მოჭიდავეს, გურამ საღარაძეს

14 მარტი 2024

სეოკ-ის შენობის ფასადზე საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალური დაფა გაიხსნა

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შენობის ფასადზე ,,ეროვნული ერთიანობის ცენტრი-ჟიული შარტავას საზოგადოების" თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ინიციატივით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, ცნობილი მოქანდაკის ლევან ვარდოსანიძის ავტორობით გაიხსნა საქართველოს პირველი ეროვნული გმირის ჟიული შარტავას მემორიალური დაფა

11 მარტი 2024

საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ოლიმპიურ მუზეუმში

დღეს ოლიმპიურ მუზეუმში სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს ფიზიკური აღზრდის და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სპორტისა და კულტურის სამსახურის უფროსი ნუგზარ კანდელაკი და ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები, რომლებსაც უმასპინძლა სეოკ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა

11 მარტი 2024

გიორგი ჯაბნიაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ავსტრიის გრან პრიზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ავსტრიის გრან პრის დასკვნით დღეს ორი მედალი მოიპოვა. კვარცხლბეკზე ავიდნენ გიორგი ჯაბნიაშვილი და გურამ თუშიშვილი